კვიციანი: ბევრ საიდუმლოს ავხდი ფარდას, ალბათ იმიტომ გამწარდნენ უშიშროების კომიტეტში ჩემ წევრობაზე
პარლამენტარი, პატრიოტთა ალიანსის წევრი, ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ის აუცილებლად დააყენებს დღის წესრიგში კოდორის ხეობის საქმის გამოძიებას. ამის შესახებ კვიციანმა ახალ თაობას განუცხადა.
კვიციანის თქმით, ამ საქმის შესწავლა 2004 წლიდან უნდა დაიწყოს:
"სწორედ ამ წელს დაიწყეს გივი თარგამაძემ და გიგა ბოკერიამ ხეობის დამცველების წინააღმდეგ ბრძოლა. მათ დაუწყეს პირველებმა ლანძღვა ბატალიონ "მონადირის" წევრებს, ირაკლი ოქრუაშვილმა კი ყველაფერი გააკეთა მის გასაუქმებლად. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვისი დავალებით დაიწყო ეს პროცესი".
ემზარ კვიციანი მე-9 მოწვევის პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი გახდა და გარკვეული სახის დოკუმენტებზე წვდომა მას გაუადვილდება. მისი თქმით, ის ამას გამოიყენებს სიმართლის დასადგენად:
"სიმართლე ამ დოკუმენტების გარეშეც ვიცი. უბრალოდ, მინდა, რომ ხალხს დოკუმენტებით დავანახო, რასთან ჰქონდათ საქმე. გარწმუნებთ, ძალიან ბევრ საიდუმლოს ავხდი ფარდას. ალბათ იმიტომ გამწარდნენ, როცა გაიგეს, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი გავხდი. მათიც კარგად მესმის, წინ ბევრი სიურპირზი ელოდებათ".
როგორც დეპუტატი ამბობს, "ნაციონალურ მოძრაობაში" არიან ახალგაზრდები, რომელსაც ის "ხეობის ჩაბარებაში" არ ადანაშაულებს: "ამიტომ, ჯერჯერობით, მათ მიმართ აგრესია და პრეტენზია არ მაქვს".
თუმცა, კვიციანი ამბობს, რომ "ყველაფრის გარკვევის მერე" თუ ამ ახალგაზრდებმა პარტია არ დატოვეს, "სააკაშვილის ცოდვებზე" პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ.
ემზარ კვიციანი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის თანამდებობიდან გადადგა და რამდენიმე ასეულ თანამოაზრესთან ერთად ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2005 წელს გააუქმეს კვიციანის გასამხედროებული დაჯგუფება "მონადირე", რომელიც ოფიციალურად თავდაცვის სამინისტროს ექვემდებარებოდა. 2006 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კი მისი წევრები განიარაღეს. ემზარ კვიციანი აფხაზეთის გავლით რუსეთში გაიქცა. მას გასამხედროებული დაჯგუფების შექმნისა და ამბოხისთვის სასამართლომ 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კვიციანი საქართველოში 2014 წელს დაბრუნდა, პროკურატურამ მასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შემდეგაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდა. ემზარ კვიციანი 2015 წლიდან პატრიოტთა ალიანსის წევრია.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში ამ პარტიის 6 წევრი მოხვდა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები