27 ნოემბერს, თბილისში Google-ის ყოველწლიური ფესტივალი DevFest Tbilisi 2016 გაიმართება. ღონისძიება საქართველოში მეხუთედ ტარდება. Google-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყობა და საერთო ჯამში 30 ათასზე მეტ ადამიანს უმასპინძლებს.

დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა:

  • ღია ლექციები (2 პარალელური სესია ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებით)
  • ვორქშოფები
  • CodeLabs
  • Women Techmakers Tbilisi
  • Expo
  • Tech კონკურსები
  • გასართობი თამაშები

ბევრ საინტერესო თემასთან ერთად, კონფერენციაზე განიხილავენ ქართული დამწერლობის ერთ-ერთი სახის - მთავრული ასოების უნივერსალურ კოდთა სისტემაში დამატების საკითხს. ამ თემაზე ისაუბრებს მაიკლ ევერსონი, რომელიც სპეციალურად DevFest-ისთვის ირლანდიიდან ჩამოდის. ევერსონი ის ადამიანია, რომლის სახელსაც უკავშირდება ყველა ქართული დამწერლობის და სხვადასხვა ნიშნის საერთაშორისო სტანდარტში ჩასმა. შესაბამისად ის, რომ დღეს ქართული ასოებით შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში ერთმანეთს ვწეროთ, ამ ადამიანის დამსახურებაა.

DevFest თბილისი 2016-ზე მოწვეული არიან: სანდრო დოლუა, გიორგი მამალაძე, აკაკი რაზმაძე, Michael Everson, ოთო ფრანგიშვილი, Paul Lammertsma, სალომე ვახტანგაძე, ტატო კუტალია, ვახო ვახტანგიშვილი, პავლე გაბრიჭიძე, ანდრო ბორცვაძე და სხვა ქართველი და უცხოელი სპიკერები.

წელს ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან Google Developers Group (GDG) Tbilisi, Google Business Group (GBG) Tbilisi და GeoLab.

DevFest თბილისი 2016 ტექნოპარკში გაიმართება. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების #7.

დამატებითი ინფორმაციისთვის, დაუკავშირდით ჯეოლაბის პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერს, ლიკა მოშიაშვილს, [email protected]; +995 577520952.