"საკონსტიტუციო ცვლილებების განსახილველად, პრეზიდენტმა საზოგადოებას სამუშაო ჯგუფის განსხვავებული ფორმატი შესთავაზა, ხელისუფლების უმაღლესი პირების თანათავმჯდომარეობით და ვენეციის კომისიის ჩართულობით, რაზეც მმართველმა გუნდმა უარი განაცხადა", - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს, 22 ნოემბერს ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის აზრით, აღნიშნული ეჭვებს აღრმავებს პროცესის მიუკერძოებლობის მიმართ:

"კონსტიტუციის ცვლილებების შეტანა უნდა ხდებოდეს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით, მაღალი ლეგიტიმაციისა და ნდობის უზრუნველყოფით. ეს არის კონსტიტუციური მაქსიმა და არა ვინმეს კეთილი ნება".