პრეზიდენტი: მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაზიანში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს დაესწრო, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში საზეიმოდ პირველად აღინიშნება.
გიორგი მარგველაშვილმა დროშის გადაცემის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს შეიარაღებული ძალების დროშა და შტაბის ხელმძღვანელობა ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადასცა.
"მთავარია, რომ მოვიგოთ ომი ბრძოლისა და სისხლისღვრის გარეშე. მთავარია, ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს ისე მომზადებული, რომ მტერს არ გაუჩნდეს ჩვენი სამშობლოს საზღვრების შელახვის ინტერესი" - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას და გენერალ - მაიორ ვახტანგ კაპანაძეს სამშობლოს თავდადებული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. სიმბოლურია, რომ გიორგობას ჩვენ ვატარებთ ქართულ ჯართან ერთად - იქ, იმ ადგილზე, იმ ხალხთან, ვინც ყველაზე მეტად გამოხატავს ჩვენი ერისა და ხალხის სიმბოლოს, სიმბოლოს -სიკეთის ძალით, სამხედრო ღირსებით და რწმენით სიკეთის მიერ ბოროტების დამარცხებისა.
დღეს ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი შეიარაღებული ძალების ინსტიტუციური განვითარების მემკვიდრეობითობის გაღრმავების საქმეში. დღეს მადლობას ვეუბნებით გენერალ კაპანაძეს სამშობლოს სამსახურისათვის და ახალ მისიას და ახალ ვალდებულებას ვაკისრებთ გენერალ ჩაჩიბაიას.
ბატონო გენერალო, თქვენ ძალიან რთული მისიის შემსრულებელი ხდებით. თქვენ ხართ საოცარი მხედრული ტრადიციების შთამომავალი და იმ ჯარისკაცების ხელმძღვანელი, ვინც ღირსებით ატარა საქართველოს დროშა, როგორც ავღანეთში, ასევე სხვა მისიებში. თქვენ ხართ ურთულეს რეგიონში ურთულესი ამოცანების წინაშე მდგარი სამხედრო ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი.
მე მჯერა, რომ თანამებრძოლებთან ერთად თქვენ, ამ მნიშვნელოვან მისიას წინ წასწევთ და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საქმეში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებით.
გამარჯვებას გისურვებთ ამ თანამდებობაზე! ღმერთი ფარავდეს საქართველოს!" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანში სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია გუშინ დანიშნა.
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები