თურქეთის იმდროინდელი პრემიერმინისტრი, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, სტამბოლში გერმანიის კანცლერის ვიზიტისას, სიტყვით გამოდის. ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაწყებულია. 2005 წლის 12 ოქტომბერი.

ფოტო: Marcus Brandt / Getty Images

დღეს ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თურქეთის ევროპაში შესვლის გრძელვადიანი გეგმის შეჩერებას. ინფორმაციას ინდეფენდენტი ავრცელებს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მიერ ჩადენილი ქმედებების პასუხად აღიქმება. ივლისში მომხდარ გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ანკარაში არბევენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და დამოუკიდებელ მედიას.

ევროპარლამენტარებიდან 479-მა ხმა მისცა ევროკავშირი-თურქეთის ურთიერთობებში ცვლილებების შეტანას, 37 ევროპარლამენტარი ეწინააღმდეგებოდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შეჩერებას, 107-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

პოლიტიკურმა ექსპერტებმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებული პროცესებიდან ერდოღანის ჩამოშორებით თურქეთი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საშუალება ექნება, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მკაცრი პოზიციები შეინარჩუნოს.

რამდენიმე დღის წინ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთს არ აღელვებს, ევროკავშირი გაყინავდა თუ არა თურქეთის გაწევრიანების პროცესს.