აუდიტორია 115: ქართულმა ოცნებამ ჩვენი მოთხოვნები წინასაარჩევნოდ წარმატებით გამოიყენა
დღეს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო, აუდიტორია 115-მა კი მეორე დღეა აქციები განაახლა. სტუდენტებმა დაიკავეს მე–6 კორპუსი და ხელისუფლება დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს.
"სტუდენტთა მოთხოვნები წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ წინასაარჩევნო პროცესში წარმატებით გამოიყენა. მრავალი დაპირების მიუხედავად, თვითმმართველობის ეს მოდელი ისევ განაგრძობს არსებობას და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ძველი მეთოდებით ტარდება" - აცხადებენ ისინი.
აუდიტორია 115 მოთხოვნებით მიმართავს პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს, განათლების კომიტეტს, თსუ-ს რექტორს გიორგი შარვაშიძეს და პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს.
საქართველოს პრემიერმინისტრისგან სტუდენტები აპრილში მიცემული დაპირების შესრულებას ითხოვენ, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა განისაზღვროს განათლებისა და მეცნიერების დაფინანსების ქვედა ზღვარი, მინიმუმ 1%-ის ოდენობით, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით. მათი განცხადებით, პრემიერმა ასევე სისრულეში უნდა მოიყვანოს თვითმმართველობის რეფორმა:
"ამ რეფორმაზე დაპირება ჯერ კიდევ 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამაში იყო. მიგვაჩნია, რომ სტუდენტური თვითმმართველობის ამ ფორმით შენარჩუნება წარმოადგენს ავტორიტარული რეჟიმის გადმონაშთს უნივერსიტეტში".
აუდიტორია 115 განათლების კომიტეტთან შეხვედრასაც ითხოვს მომდევნო ორი დღის განმავლობაში, რათა მათთან ერთად განიხილოს თვითმმართველობის რეფორმის პროექტი.
სტუდენტები ასევე სთხოვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ, საჯაროდ მხარი დაუჭიროს მათ მიერ გაჟღერებულ მოთხოვნებს:
"მოვუწოდებთ, რომ პოსტ-საბჭოთა საქართველოს ისტორიაში იყოს პირველი რექტორი, რომელიც დადგება არაპოლიტიკური პარტიებისა და მანკიერი სისტემის, არამედ სტუდენტების ლეგიტიმური მოთხოვნების მხარეს. ასევე, მოვითხოვთ, სასწრაფოდ გაიზარდოს სტუდენტური საცხოვრებლების რაოდენობა და დაიწყოს უკვე არსებული საცხოვრებლების რეაბილიტაცია".
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილისგან სტუდენტები მათი თქმით პროგრესული იდეების მხარდაჭერას ითხოვენ.
"აუცილებელია, ხელისუფლების საპარლამენტო და აღმასრულებელი შტოების მიერ უმოკლეს დროში მოქმედება! პრიორიტეტი მეცნიერებას! ყველა სტუდენტი თანასწორია!" - ამბობენ ისინი.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები