აუდიტორია 115 თსუ–ს მეექვსე კორპუსის გათავისუფლებას ჯერ არ აპირებს
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარესთან, მარიამ ჯაშთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115 აცხადებს, რომ მათ ვერ დაინახეს მმართველი გუნდის წარმომადგენლის მზაობა, მყისიერად განხორციელდეს ცვლილებები. სწორედ ამის გამო, ისინი აგრძელებენ თსუ–ს მეექვსე კორპუსის პიკეტირებას.
დეპუტატთან შეხვედრის შემდეგ, სტუდენტებმა განცხადება ფეისბუკის საშუალებით გაავრცელეს:
"28 ნოემბერს შედგა შეხვედრა აუდიტორია 115-სა და საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს შორის.
შეხვედრის მთავარი თემა იყო აუდიტორია 115-ის ინიციატივა საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება კანონს უმაღლესი განათლების შესახებ. კერძოდ, 45-ე მუხლის გაუქმებას, რომელიც განსაზღვრავს სტუდენტური თვითმმართველობის არსებულ მოდელს. ასევე, საფაკულტეტო საბჭოებში, სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევას, რაც გულისხმობს, რომ სტუდენტები საფაკულტეტო საბჭოებში უნდა აირჩნენ პირდაპირი, საყოველთაო, გამჭვირვალე არჩევნების გზით და არა რომელიმე კონკრეტული ორგანოს ან ჯგუფის გავლით.
აღნიშნული შეხვედრა იყო ინფორმაციული ხასიათის, სადაც მოხდა ორივე მხარის პოზიციის დაფიქსირება. მარიამ ჯაში ეთანხმება ჩვენ მიერ წარმოდგენილ ძირითად პრინციპებს:
- სტუდენტებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა უნივერსიტეტის მატერიალურ და ტექნიკურ რესურსებზე.
- სტუდენტების არჩევა უნივერსიტეტის საფაკულტეტო საბჭოებში მოხდეს პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსაზრებები მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით ერთმანეთს ემთხვევა და არ არსებობს წინააღმდეგობა კანონპროექტის აღნიშნული პუნქტების შინაარსთან დაკავშირებით, მისი მხრიდან არ არის მზაობა, მოხდეს ამ ცვლილებების მოკლე ვადებში მიღება. მარიამ ჯაშმა შემოგვთავაზა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც განიხილავს კანონპროექტში წარმოდგენილ სხვა საკითხებს. წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, გვაქვს ეჭვი, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა ემსახურებოდეს სტუდენტური პროტესტის შეჩერებას, მუხტის გაქრობას და რეალურად, არ ემსახურებოდეს რეფორმების განხორციელებას. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული ძირითადი პრინციპების კანონში ასახვა მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს. ეს თავის მხრივ, ხელს არ უშლის მოლაპარაკებების წარმართვას უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებულ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რაც შედარებით გრძელვადიანი პროცესია.
საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 5 დეკემბერს გაიმართება კომიტეტის ფართო სხდომა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც იქნება გაცნობითი ხასიათის. განხილვა იქნება საჯარო, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეეძლება დასწრება. თუმცა, უშუალოდ მოლაპარაკებების პროცესი წარიმართება აუდიტორია 115-სა და კომიტეტს შორის, რაც გამორიცხავს ჩვენი და სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობას.
ამრიგად, აუდიტორია 115 განაგრძობს პროტესტის რადიკალური ფორმით გამოხატვას და რჩება უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში".
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები