MDMA შესაძლოა სამედიცინო მოხმარებისთვის დაუშვან
ამერიკის შეერთებული შტატების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტმა (FDA) MDMA-ს კლინიკური ტესტირების შესახებ თანხმობა გასცა.
MDMA, სუფთა ექსტაზი, რომელსაც ბედნიერების ნარკოტიკსაც უწოდებენ, პოსტტრავმატული სტრესის აშლილობის სამკურნალოდ გამოიცდება. FDA-ს დამტკიცებული ტესტი მესამე ფაზაა, რომელშიც 240 პაციენტი მიიღებს მონაწილეობას.
პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა ადამიანებს ძლიერი ფსიქიკური ან ფიზიკური ტრავმის მიღების შემდეგ უვითარდებათ, მაგალითად, სექსუალური თავდასხმის, საომარ მოქმედებებში მონაწილეობის, ავარიაში მოყოლისა და სხვა მსგავს მძიმე სიტუაციებში მოხვედრის შემდეგ. PTSD (პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა) ცვლის ადამიანების ქცევას და მათ გარშემო არსებული სამყაროს აღქმას, მოუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავად ეპიზოდი ტვინს დაბლოკილი ჰქონდეს და ადამიანს არ ახსოვდეს, რა შეემთხვა, მათი ქცევები, ფიქრები, სიზმრები და ა.შ. მთლიანად იმ მძიმე შემთხვევაზე ხდება დამოკიდებული, რაც იწვევს შფოთს, აღგზნებას, შიშს და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებებს.
MDMA თერაპიაზე მომუშავე ექიმების თქმით, პაციენტებს თავიანთი ტრავმული გამოცდილების გახსენება და მასზე ლაპარაკი უადვილდებათ, რაც საბოლოოდ ტრავმასთან შეგუებასა და ცხოვრების გაგრძელებაში ეხმარებათ.
MDMA ემპათოგენია, ანუ მისი მიღებისას ადამიანს ემპათია და ნდობა ეზრდება. ფსიქოლოგები, რომლებიც ამ კვლევაში იყვნენ ჩართულები, ამბობენ, რომ პაციენტები სესიების დროს თავს კომფორტულად გრძნობდნენ, რამაც ხელი შეუწყო ტრავმული გამოცდილების შესახებ ღიად საუბრებს. PTSD-ის მქონე პაციენტების ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ სხვების მიმართ უნდობლობა და თვითიზოლაციაა, აღნიშნული მედიკამენტით ჩატარებული თერაპია კი ამ პრობლემას მთლიანად ხსნის.
თუ მეთოდმა FDA-ს გამოცდა ჩააბარა, შესაძლებელია MDMA სამედიცინო მოხმარებისთვის ლეგალიზდეს და აფთიაქებში რეცეპტითაც გაიყიდოს. დასტურის შემთხვევაში MDMA ლეგალური შესაძლოა 2021 წლისთვის გახდეს.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები