გაურკვევლობა ინვესტორებისთვის და ფასების ზრდა - რას გამოიწვევს მთავრობის ინიციატივა
განახლებული მთავრობის პირველივე სხდომაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ის ინიციატივები გააჟღერა, რომლების განხორციელებაც ეკონომიკის მიმართულებითაა დაგეგმილი.
ინიციატივებს შორისაა ონლაინ სესხების აკრძალვა, ასევე ნავთობპროდუქტებზე, თამბაქოს ნაწარმსა და იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის ზრდა. მთავრობის აღნიშნულმა სამომავლო გეგმებმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.
იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს ამ ინიციატივების სისრულეში მოყვანამ, On.ge დაუკავშირდა ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების ეკონომისტს, გივი ადეიშვილს.
მისი თქმით, ინიციატივების განხორციელება გაზრდის ფასს თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც შემდეგ გამოიწვევს გარკვეული მომსახურებების გაძვირებასაც. რაც შეეხება ონლაინ სესხების აკრძალვას, ის უარყოფითი მესიჯი იქნება სხვადასხვა სექტორში მომსახურე ინვესტორებისთვის.
"ჩვენი ორგანიზაცია ემხრობოდა გარკვეული სახის რეგულაციებს, თუმცა ეს ნამდვილად არ მოიცავდა ონლაინ-სესხების აკრძალვას, რადგან ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე უხეში გამოსავალი. შეიძლებოდა აღნიშნული სფეროს დარეგულირება ისე, რომ გამსესხებლებს უფრო კარგად შეესწავლათ მსესხებლების გადახდის უნარიანობა და არ გაეცათ სესხები იმ ფორმით, რა ფორმითაც ამ დრომდე ემსახურებოდნენ ბაზარს.
მაკროეკონომიკურ ჭრილში თუ შევაფასებთ, აღნიშნული ბაზრის სიმცირიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ სასესხო ბაზარი მკვეთრად დაზარალდება და ვერ მოხდება აღნიშნული სესხების გარკვეულწილად ჩანაცვლება, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ბიზნესის აკრძალვა ამ ფორმით ხდება, ეს გააგზავნის არასწორ მესიჯებს ინვესტორებთან და არ აისახება დადებითად იგივე ბიზნესის კეთების ინდექსზე" - ამბობს გივი ადეიშვილი ჩვენთან საუბარში.
ვის დააზარალებს ყველაზე მეტად ონლაინ-სესხების აკრძალვა?
ინვესტორის შემოსვლის დროს, კანონმდებლობა მისთვის ცნობილი იყო, არ არსებობდა რეგულაციები ბაზარზე, მან გასწია გარკვეული ხარჯი, ახლა კი დგება ფაქტის წინაშე, რომ უნდა გავიდეს ბაზრიდან. ეს გარკვეულ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, რაც სხვა ინვესტორებისთვის არაა მისასალმებელი ფაქტი, რადგან დაშვებული პრეცენდენტით კანონმდებლობა როგორ შეიცვლება მათ საწინააღმდეგოდ, არ იციან და ეს ზრდის ბაზარზე გაურკვევლობას.
დიდი ხანია, ასეთი ტიპის რეფორმები ასეთ მოკლე ვადაში არ მომხდარა, თან ისეთი ტიპის რეფორმები, რომელთა რეალური შედეგი არის ბუნდოვანი და რომელსაც ჩვენ ვნახავთ მომავალში. მე პოზიტიურად არ ვარ განწყობილი ბიზნესსაქმიანობის აკრძალვის მიმართ, რადგან ვფიქრობ, რომ შეიძლება უკეთესად განხორციელდეს რეფორმა.
რა დადებითი მხარე შეიძლება ჰქონდეს ონლაინ სესხების აკრძალვას?
ონლაინ-სესხების აკრძალვა დადებითი შესაძლოა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის იყოს, რომლებიც იღებდნენ ამ სესხებს და ვერ ახერხებდნენ მის გადახდას. ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ აფასებდნენ შესაბამისად საკუთარ შემოსავალს და იზრდიდნენ ჭარბვალიანობას. ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი მათ დაეხმარება ჭარბვალიანობის თავიდან აცილებაში, თუმცა, მეორეს მხრივ, მოთხოვნა ისევ იარსებებს და შეიძლება გაჩნდეს ალტერნატიული მიწოდების საშუალებაც. საერთო ჯამში ონლაინ - სესხების მომხმარებლებს მოუწევთ ალტერნატიული გზების ძიება. რა იქნება ეს გზები, ამის შეფასება ამ ეტაპზე რთულია.
ვთქვათ, განხორციელდა ეს ინიციატივა, წინასწარ შეიძლება შევაფასოთ იმ მომხმარებლების მდგომარეობა, რომლებსაც სესხები არ აქვთ დაფარული? შესაძლებელია თუ არა, რომ ისინი გათავისუფლდნენ აქამდე აღებული ვალდებულებების დაფარვისგან?
წესით არ უნდა გათავისუფლდნენ აღნიშნული გადასახადებიდან, თუ სახელმწიფომ არ მოახდინა სუბსიდირება. არ გამიკვირდება, რომ სახელმწიფომ მათი ვალების სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღოს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის არაა ცნობილი.
ერთ-ერთი ინიციატივა იყო თამბაქოს ნაწარმზე, ნავთობპროდუქტებსა და იმპორტირებულ ავტომანქანებზე აქციზის განაკვეთის ზრდა. რას გამოიწვევს ეს ცვლილება?
ეს გამოიწვევს ფასების ზრდას თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე, რაც შემდეგ გამოიწვევს გარკვეულ მომსახურებებზე ფასების ზრდასაც. სავალუტო ფონდს ჰქონდა რეკომენდაცია მთავრობის მიმართ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი შეემცირებინა გარკვეული გადასახადების ზრდით, ან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებით.
ამ შემთხვევაში, რადგან მთავრობის ბიუჯეტის დეფიციტი 3,7%-ია 2017 წლისთვის, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გაეზარდა გადასახადები ისეთი სახის პროდუქტებზე, რომლებზე მოთხოვნაც სავარაუდოდ, არ დაეცემა და უზრუნველყოფს საგადასახადო შემოსავალს. ძნელად სავარაუდოა, რომ თამბაქოს მომხმარებელმა თავი დაანებოს მოწევას ფასების ზრდის პირობებში.
ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ საწვავის მომხმარებლები შეამცირებენ მის მოხმარებას და შესაბამისად, საგადასახადო შემოსავალი გაიზრდება. იმ რეგულაციებს შორის, რომლებიც დღეს გაჟღერდა, ეს ინიციატივები შედარებით მისაღებია, რადგან ის გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.
მეორე საკითხია, რომ ეს ფასების ზრდა შეამცირებს მოქალაქეების მსყიდველუნარიანობას და მათ ცხოვრების ხარისხსა და პირობებს გააუარესებს, მაგრამ ბიუჯეტის შემოსავლებს გაზრდის. თუმცა ეს ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრაში დაეხმარება მთავრობას. სასურველი იქნებოდა მეტად შეემცირებინათ ადმინისტრაციული ხარჯები და ნაკლებად გაეძვირებინათ პირველადი მოხმარების საგნები.
ერთ-ერთი ინიციატივაა ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის ეროვნულ ვალუტაში გამოქვეყნება. რამდენად დადებითი შეიძლება იყოს ეს ლარისთვის და რა იქნება ამ გადაწყვეტილების უარყოფითი მხარე?
დღევანდელი ინფორმაციით, საკმაოდ ბევრი საკითხია გაურკვეველი. ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს, რა ფულადი სანქციები დაწესდება აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოქმედების შემთხვევაში და ა.შ. ამ მდგომარეობიდან რთული შესაფასებელი იქნება, როგორ იმოქმედებს ეს ბაზარზე, თუმცა პარალელურად შეიძლება ითქვას, რომ გაურკვევლობა გაიზრდება ბაზარზე, რაც არ არის კარგი. თუმცა ვიმედოვნოთ, რომ გუშინ წარმოქმნილი გაურკვევლობა მალე დასრულდება და მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ეკონომიკური აგენტებისთვის.
მთავრობა აპირებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაზრდასაც.
კარგი იქნება იმის ცოდნა, რამდენად გაიზრდება მოსაკრებელი. ეს საკმაოდ სენსიტიური საკითხია. შესაძლოა, ბაზრიდან საერთოდ გავიდნენ კომპანიები. სათამაშო ბიზნესი ტურიზმის სექტორისათვის მნიშვნელოვანია, რადგან ტურისტების გარკვეული ნაწილი სარგებლობს ამ მომსახურებით და ქვეყანაში უცხოური ვალუტა შემოდის.
მთავრობას ჰქონდა ორი ინიციატივაც, მოგების გადასახადის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებაზე. ესენი უპირობოდ დადებითი ინიციატივებია?
მოგების გადასახადის გაუქმებასა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას, მე პირადად მივესალმები და შედეგები აღნიშნული ცვლილებებიდან მოსალოდნელია რომ დადებითი ეფექტები მივიღოთ აღნიშნული ცვლილებებიდან.
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები