საქართველოს ბანკის “სეკრეტ სანტები” მოდიან — რას ნიშნავს ეს უცნაური ფოტო?
რამდენიმე საათის წინ, საქართველოს ბანკის ოფიციალურმა გვერდმა ფეისბუქზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ორენჯ-სანტები იდუმალ სიტუაციაში არიან გამოსახულნი. გვერდმა გვამცნო, რომ “სეკრეტ სანტები მოდიან”. სად მოდიან და რა მოაქვთ, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია.
თუმცა, ჩვენი სანდო წყაროების ინფორმაციით, საქართველოს ბანკი ახალ საახალწლო აქციას გეგმავს, რომელშიც, ყველა ჩვენგანს შეეძლება ჩართვა. დეტალები, აქციის ტიპი, დაწყების თარიღი და სხვა ყველაფერი, ჯერჯერობით უცნობია. ზუსტად ისე, როგორც Secret Santa-ს ტრადიციას შეეფერება.
რა არის Secret Santa?
Secret Santa შობა-ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრადიციაა, რომელიც სათავეს სკანდინავიაში იღებს. მისი არსებობა, სანტა კლაუსის ბევრისთვის უცნობი და დაუფასებელი თანამშრომლის — მსახური რუპერტის დამსახურებაა.
საიდუმლო სანტას თამაშისას საჩუქრის გამცემი აკაკუნებდა კარზე და საჩუქარს ან ზღურბლზე ტოვებდა და თვითონ მიდიოდა, ან ნახევრად ღია კარში ისროდა და გარბოდა. ასეთი საჩუქრების არც ადრესატი იყო ცნობილი. წვეულების მონაწილეებს ან ოჯახის წევრებს ანონიმურად მიღებულ საჩუქრებზე პატარა ბარათები ხვდებოდათ, რომლებზეც ადრესატის შესახებ ხუმრობები ეწერა და სწორედ ასეთი სახალისო მინიშნებებით უნდა მიმხვდარივყვნენ, ვის ეკუთვნოდა ესა თუ ის საჩუქარი.
ამ ტრადიციამ სახე იცვალა და საქართველომდეც ჩამოაღწია. უკვე არ არსებობს არც ერთი ოფისი, რომელშიც საახალწლოდ ამ თამაშს არ თამაშობენ. თუმცა, წესები, ცხადია, განსხვავებულია:
მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ოფისში (ან, მეგობრების დიდ ჯგუფში) ყველას შეხვდეს საჩუქარი და თან, ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი საჩუქრის ყიდვა დასჭირდეს.
ყუთში ან აკვარიუმში იყრება ფურცლები, რომელზეც თქვენი და თქვენი თანამშრომლების სახელები წერია. ყველა სათითაოდ იღებთ ერთ ფურცელს და ვისი სახელიც შეგხვდებათ, საჩუქარიც მას უნდა მოუმზადოთ.
თუ “ამოსულ” ადამიანს კარგად არ იცნობთ, კარგი იდეაა, ჩუმად გამოკითხოთ სხვა თანამშრომლებს, თუ რა მოსწონს მას. ხანდახან, სანტები პატარ-პატარა საჩუქრებსაც უტოვებენ მეწყვილეებს — ტკბილეულს ან რამე სახალისო მესიჯს. ცხადია, იმ ადამიანმა, ვისაც თქვენ საჩუქარი უნდა აჩუქოთ, არ უნდა იცოდეს არც ის, რომ თქვენ ხართ მისი სანტა და არც ის, თუ რის ჩუქებას აპირებთ.
ფარდა ყველაფერს კორპორატიულ წვეულებაზე ან უბრალოდ დათქმულ დღეს, პატარა შეკრებაზე ეხდება. ყველა იღებს თავის საჩუქარს და ცდილობს გამოიცნოს, ვინ იყო მისი სანტა.
საქართველოს ბანკის უცნაურ ფოტოს რომ დავუბრუნდეთ, ჯერჯერობით მხოლოდ ჭორებზე დაყრდნობა შეგვიძლია. ასევე, წინა წლიდან გვახსოვს, რომ კონკურსანტი სანტები მომავალი წლების აქციების მონაწილეები იქნებოდნენ. ყველა ლოგიკით კი, წელს ბევრი ორენჯ-სანტა გვეყოლება — ხუთი, ექვსი ან, ბევრად მეტი.
ერთი რამ, რაც ზუსტად ვიცით არის ის, რომ უფრო მეტს აუცილებლად (და ყველა მხრიდან) გავიგებთ რამდენიმე დღეში. შესაძლოა, ეს ხვალაც მოხდეს, რადგან ხვალ ზამთრის პირველი დღეა და ახალი წლის აურზაური “ოფიციალურად” ამ დღიდან იწყება.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები