10 უცხოური ვალუტა, რომელიც ლარზე უარეს დღეშია
ლარის კურსი დოლართან მიმართებით ბოლო რამდენიმე დღესა და თვეში კი არა, საათში გაუარესდა.
აი, მაგალითად, ამ გიფში ჩანს, თუ როგორ აიწია დოლარის ფასმა პირდაპირ ეთერში:
საშველი ჯერჯერობით არსაიდან ჩანს და ამიტომ გადავწყვიტე, გული იმით მაინც დაგიმშვიდოთ, რომ უარესიც შეიძლება მომხდარიყო. რამდენიმე ქვეყანაში ჩვენი ძალიან შურთ და ალბათ არც ესმით, რა გვაწუწუნებს.
წარმოგიდგენთ 10 უცხოურ ვალუტას, რომელიც ლარზე უარეს დღეშია.
1. ზიმბაბვეური დოლარი
ზიმბაბვეური დოლარი აღარ არსებობს, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ის მოკვდა - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ლარზე უარეს დღეშია. ეს ვალუტა ბრუნვიდან 2009 წელს ამოიღეს. ამჟამად ზიმბაბვეში აშშ დოლარი, სამხრეთაფრიკული რანდი და ბოტსვანური პულა ბრუნავს.
ასე გამოიყურებოდა ზიმბაბვეური დოლარი სიკვდილამდე:
2009 წლის ვალუტის გადაცვლის კურსით ზიმბაბვეში 1 აშშ დოლარად 30 ათას ზიმბაბვეურს იყიდდით.
2. ვიეტნამური დონგი
ვიეტნამს ზიმბაბვეზე უკეთესი მდგომარეობა აქვს, მაგრამ ჩვენზე ბევრად უარეს დღეში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ კუპიურებზე მომღიმარი ხო ში მინი ახატია, დონგის კურსი დოლართან მიმართებით სევდიანად გამოიყურება.
ამ ოცი ათას დონგად სულ რაღაც 88 ცენტი მოგივათ.
3. ინდონეზიური რუპია
ეს ვალუტა საშინელ მდგომარეობაშია, მაგრამ ოდესმე გაგიგიათ ინდონეზიელების წუწუნი?
ამ 10 ათასიანი კუპიურით 74 ცენტი მოგივათ, ხოლო ერთი დოლარის ყიდვა თუ მოგინდათ, მაშინ 13 500 რუპია უნდა იშოვოთ.
4. კოლუმბიური პესო
პაბლო ესკობარი არაფერ შუაშია, მაგრამ რატომღაც ყოველთვის არის მოლოდინი, რომ კოლუმბიასთან ერთად ამ ადამიანის სახელიც უნდა ახსენონ. რაც შეეხება პესოს, ისიც ლარის ბედს შეჰნატრის.
5 ათას პესოდ მხოლოდ $1.63 მოგივათ. 1.63... 1.63... იყო დრო...
5. ტანზანიური შილინგი
ამ აფრიკულ ვალუტას ლამაზი დიზაინი აქვს და რამდენიმე კუპიურაზე ცხოველებიც ახატია. მაგალითად ამ 2 ათას შილინგიანს:
თუმცა, რამდენადაც ლამაზია, იმდენად გაუფასურებულიც გახლავთ. თუ ეს ულამაზესი კუპიურა ხელში ჩაგივარდათ, ნუ გაყიდით, შეინახეთ, ალბომში ჩადეთ ან ჩარჩოში, ასე უფრო მეტი ღირებულება ექნება, რადგან სხვანაირად ის სულ რაღაც 91 ცენტი ღირს.
6. სამხრეთკორეული ვონი
სამხრეთ კორეა კარგი კორეაა, აზიაში სიდიდით მეოთხე ეკონომიკის მქონე და მსოფლიოში - მეთერთმეტე ადგილზე მყოფი. შედარებისთვის, საქართველო, 2014 წლის მონაცემებით ორმოცდამეათე ეკონომიკა იყო. მართალია, სამხრეთ კორეელები ყველაფერში გვჯობნიან, ეკონომიკაშიც, ინფრასტრუქტურაშიც, განათლებაში, ცხოვრების დონეშიც და ინტერნეტის სიჩქარითაც, მაგრამ სამაგიეროდ მათი ვონი ლარზე ცუდი ვალუტაა.
მსოფლიოში მეთერთმეტე ეკონომიკა ეძახე და 1000 ვონად 88 ცენტის შესყიდვას შეძლებთ.
7. უგანდური შილინგი
უგანდური შილინგიც ტანზანიური ვალუტასავით ლამაზია და ისეთივე გაუფასურებული.
ამ ულამაზესი და უსაყვარლესი კუპიურის ღირებულება არის 27 ცენტი.
8. სან ტომე და პრინსიპეული დობრე
თუ ამ სტატიამ ლარის კურსით გამოწვეული ტკივილი ვერ შეგიმსუბუქათ, მაშინ შეგიძლიათ იმით დაიმშვიდოთ თავი, რომ ახალი ქვეყნის არსებობის შესახებ გაიგეთ. ეს ქვეყანა კი სან ტომე და პრინსიპია, რომელიც აფრიკაში მდებარეობს. ამ კუნძულოვან სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობაც პორტუგალიურ ენაზე საუბრობს, აქვს ვალუტა, სახელად დობრე, რომელიც ასე გამოიყურება:
10 ათას დობრედ არც მეტი, არც ნაკლები, 43 ცენტი მოგივათ.
9. გვინეური ფრანკი
გვინეური ფრანკი ტანზანიური და უგანდური კუპიურებივით ლამაზი არ არის, მაგრამ არაუშავს. სამაგიეროდ ღირებულებაში უწევს ძალიან სერიოზულ კონკურენციას.
10 ათასი გვინეური ფრანკით $1.08-ის შესყიდვას შეძლებთ.
10. ირანული რიალი
ამ სიაში ბოლო ირანული რიალია, რომელიც არათუ ლარზე, არამედ დობრესა და დონგზე უარეს დღეშია.
1000 ირანული რიალი სულ რაღაც 3 ცენტია.
მოკლედ, როგორც ხედავთ, ჭირში მარტო არ ვართ, ზოგიერთ ქვეყანაზე უკეთესი მდგომარეობაც გვაქვს. აიღეთ თქვენი ლარიანი და შეახარბეთ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს. სხვაში მაინც ვერაფერში გამოიყენებთ.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები