კუბა ფიდელ კასტროს შემდეგ
კუბის ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს გარდაცვალების შემდეგ, გაჩნდა იმედი, რომ კუბის მომავალი და დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს. მოხსნის თუ არა შეერთებული შტატები კუბაზე დაწესებულ ემბარგოს, რომელიც ქვეყანას ნახევარ საუკუნეზე მეტი ხანია აკაბალებს?
"ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ამერიკის მომავალ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე" - წერს ამერიკის ხმა.
ფიდელ კასტრო ქვეყნის ეკონომიკურ უძლურებას ამერიკას და მის მიერ დაწესებულ ემბარგოს აბრალებდა და მას "ბლოკეოს", ანუ ბლოკადას უწოდებდა. კასტროს გარდაცვალებისთანავე, ემბარგოს მოხსნის თემა საერთაშორისო საზოგადოებაში ისევ აქტუალური თემა გახდა.
ინიციატორებს შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც იყო.
"მინდა ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვთქვა და დაბეჯითებით მოვითხოვო კიდეც, რომ ემბარგო, რომელიც კუბას სასჯელის სახით დაუწესეს, აუცილებლად უნდა მოიხსნას. კუბას საერთაშორისო საზოგადოება უნდა ეპყრობოდეს, როგორც საკუთარ წევრს, სრულფასოვან სახელმწიფოს" - განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.
ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ობამას კუბასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მკაცრად აკრიტიკებდა.
"ის დათმობები, რაზეც ბარაკ ობამა კასტროს რეჟიმთან წავიდა, საპრეზიდენტო განკარგულების გზით განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგ პრეზიდენტს მათი შეცვლა შეუძლია. ასეც მოვიქცევი, თუკი კასტროს რეჟიმი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს... აუცილებლად მოვითხოვთ კუბელი ხალხისთვის რელიგიურ და პოლიტიკურ თავისუფლებას და კუბელი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას" - ეს განცხადება ტრამპმა არჩევამდე სულ ერთი თვით ადრე გააკეთა.
როგორც ჩანს, თეთრი სახლის პოლიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეიცვლება პოლიტიკური კლიმატი ჰავანაში. რამდენიმე დღის წინ, ტრამპის უფროსმა მრჩეველმა კელიან კონვეიმ ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ტრამპი კუბასთან ურთიერთობაში ერთგვარი "გადატვირთვისთვის" მზად არის, მაგრამ, ეს მხოლოდ ამერიკის კეთილგანწყობის ხარჯზე არ მოხდება.
"ძალიან მტკიცე პოზიციაზე ვრჩებით იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ არასწორია დიპლომატიური ურთიერთობის გახსნისკენ ნაბიჯის გადადგმა, თუკი სანაცვლოდ არაფერს იღებ, როგორც ეს ბოლო წლებში პრეზიდენტმა ობამამ კუბასთან და ფიდელ კასტროსთან მიმართებაში გააკეთა. არც პოლიტპატიმრების გათავისუფლების პირობას იღებ, ან - კუბელებისთვის მეტი პირადი და ეკონომიკური თავისუფლების მინიჭების გარანტიებს. პირადად შევხვედრივარ და დარწმუნებული ვარ, თქვენც იცნობთ ფიდელ კასტროს რეპრესიების, ციხეებში წამების არაერთ მსხვერპლს" - თქვა კელიან კონვეიმ.
ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი, რომელიც წარმოშობით კუბიდანაა, თვლის, რომ კასტროს სიკვდილით, კუბელები თავისუფლებას მხოლოდ ერთი ნაბიჯით დაუახლოვდნენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იქ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდება, ან ბიზნესის წარმოება გაიოლდება.
"გინდათ კუბაში ბიზნესის წამოწყება და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართვა? მაშინ პრეზიდენტ რაულ კასტროს შვილს უნდა დაუკავშირდეთ. გინდათ, რომ ინვესტიცია კუბის სოფლის მეურნეობაში გააკეთოთ? მაშინ მის სიძეს უნდა დაეკონტაქტოთ. ორივე კუბის არმიის მაღალჩინოსანია" - განაცხადა მან.
იმის მიუხედავად, თუ რა პოლიტიკას აირჩევს კუბასთან მიმართებაში ამერიკის მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ქვეყნის მომავლის უკეთესობისკენ შეცვლის საქმეში გადამწყვეტი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ისევ კუბელი ხალხი, მათი ნება და მათი არჩევანი იქნება.
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები