კატები ნაძვის ხის წინააღმდეგ
ახალ წლამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, რაც იმას ნიშნავს, ნაძვის ხის დადგმისა და მორთვის ოჯახური ცერემონიალი ახლოვდება. სახლში საახალწლო აქსესუარები ამაღლებულ განწყობას ქმნის, მაგრამ ვისაც სახლში კატა ჰყავს, მან უკვე იცის, რომ წინ სირთულეები ელის.
კატები ნაძვის ხეებს ოდითგანვე ერჩიან, თანაც იმდენად, რომ პატრონებს ეჭვი ეპარებათ, მათ საყვარელ ცხოველში გრინჩი ხომ არ ჩასახლდა. ფერადი ნათურები და გულდასმით შერჩეული სათამაშოები წამში შეიძლება გადაიქცეს თქვენი ფისოს მთავარ სამიზნედ, მაგრამ ამას ვერაფრით შეცვლით. ისღა გრჩებათ, ამ ფაქტზე უბრალოდ გაგეღიმოთ.
კატები რომ ნაძვის ხეებს მტრებად აღიქვამენ, ეს თემა სოციალური ქსელებისთვისაც ნაცნობია. უამრავი ვიდეო არსებობს, რომელშიც ეს ფუმფულა ცხოველები ყველაფერს ანადგურებენ, რაც ახალ წელთანაა დაკავშირებული.
მკაცრი აკრძალვა არ ჭრის. როგორ მოვიქცეთ?
შეძენამდე სწორად შეარჩიეთ ნაძვის ხე
ნაძვის ხის შეძენის პროცესში შინაური ცხოველის არსებობას ნუ დაივიწყებთ. არჩევანი მომცრო ნაძვის ხეზე გააკეთეთ. ამით სავარაუდო კატასტროფის მასშტაბებს შეამცირებთ და ზარალსაც მინიმუმამდე დაიყვანთ.
გამოიყენეთ მყარი სადგამი
თუ არჩევანის გაკეთება ცოცხალ და ხელოვნურ ნაძვის ხეს შორის გიწევთ, უმჯობესია ხელოვნურზე შეჩერდეთ, რადგან მისი დამაგრება მყარ სადგამზე გაცილებით მარტივია. ხელოვნური ნაძვის ხეები კატებს ნაკლებად იზიდავთ, რადგან სპეციფიკური სუნი აქვთ. თანაც, ხელოვნურ ნაძვის ხეს დაზიანების შემთხვევაში მარტივად ააწყობთ თავიდან.
დადგით უსაფრთხო ადგილას
დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად მოათავსებთ ნაძვის ხეს. სასურველია მას ორი მხრიდან კედელი ესაზღვრებოდეს. ასე თავიდან აირიდებთ დამატებითი ნივთების ლეწვას იმ ტრაგიკულ მომენტში, როდესაც თქვენი კატა ვერაგულ ჩანაფიქრს განახორციელებს.
არ ჩამოკიდოთ სათამაშოები ნაძვის ხის ქვედა ტოტებზე
სათამაშოების გადანაწილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ნაძვის ხის ქვედა მხარეს ნაკლები სათამაშო დაკიდეთ, ზემოთ კი - შედარებით მეტი. არსებობს შანსი იმისა, რომ კატას ხეზე აცოცება დაეზაროს და დანებდეს.
არ ეთამაშოთ კატებს ნაძვის ხის სათამაშოებით
არ მისცეთ კატას სათამაშოები ნაძვის ხეზე დაკიდებამდე. ის ჩათვლის, რომ მას უყიდეთ ფიფქები და ზანზალაკები და ყველა ხერხით ეცდება, რომ საკუთარი სათამაშო დაიბრუნოს. მისი გადარწმუნება გაგიჭირდებათ.
სხვა რჩევა სამწუხაროდ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, ფისოები დაუმორჩილებლები არიან, მაგრამ მათ სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზამთრის გარდა, წლის სხვა პერიოდში ნაძვის ხეებს არ ერჩიან :)
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
კომენტარები