დეივიდ მაკკენდლის ბრიტანელი მწერალი და ჟურნალისტია, რომელიც საკუთარ ნაშრომებს The Guardian-სა და Wired-ში სისტემატურად ავრცელებს. ის საკუთარ მკითხველს საკუთარ შედგენილ რუკებსაც სთავაზობს, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა რაიმე ნიშნით ჰყავს დახასიათებული.

მაგალითად იცოდით რომ რუანდაში მსოფლიოში ყველაზე მეტი პარლამენტარი ქალი ჰყავთ? ან ყველაზე მეტ პიცას თურმე ნორვეგიაში რომ ჭამენ და არა იტალიაში? კანადაში კი ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს რომელიც ფეისბუქზეა დამოკიდებული, პაკისტანში კი ყველაზე ხშირად უყურებენ გეი პორნოებს.

ამ ჩამონათვალში დეივიდ მაკკენდლის არც საქართველო არ გამორჩენია და მის რუკაზე ჩვენი ქვეყანა ყველაზე ჰომოფობიურ ქვეყნად არის მონიშნული.

ფოტო: David McCandless

უფრო მეტ ინფორმაციას თავად დეივიდის საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ.