ქართული ოცნების წევრი სოსო ჯაჭვლიანი On.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პრემიერმინისტრის მიერ შეთავაზებულ თანამდებობაზე, რომელიც მთის კურორტების განვითარებაზე იმუშავებს, უახლოეს დღეებში დაინიშნება:

"როცა დავინიშნები, ახლა, მალე, ამ დღეებში, მაგაზე კონკრეტულად მერე ვისაუბრებ".

24 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე მუშაობს და ამის გარდა აპირებს მთის კურორტების განსავითარებლად მენეჯმენტის გაძლიერებას.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამ მიზნით არჩევნების შემდეგ დაფუძნდებოდა სახელმწიფო შპს, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებდა.

გაიგეთ მეტი.