7 წლის შემდეგ, პირველად, თურქეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემცირდა. ოფიციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ზაფხულის გადატრიალების მცდელობამ და მასთან დაკავშირებულმა პროცესებმა დააზიანა ეკონომიკის ისეთი მნიშვნელოვანი ინდუსტრიები, როგორიცაა ტურიზმი. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal ავრცელებს.

ეკონომიკური პრობლემები პრეზიდენტ ერდოღანისთვის, შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოწვევად იქცეს და ხელი შეუშალოს კონსტიტუციური რეფორმების გატარებაში, რომლებიც აღმასრულებელ ხელისუფლებას საკუთარ სამუშაო ოფისში უფრო გაამაგრებს.

პრეზიდენტი ერდოღანი, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 50 პროცენტის ნდობით სარგებლობს, რაც მისი პარტიის მმართველობის განმაპირობებელია. თუმცა ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ ათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ეკონომიკური რეგრესი პირადი შიდა მოხმარების კოლაფსით იყო განპირობებული, რომელიც წლიურ 3,2 პროცენტამდე დაეცა მესამე კვარტალში.

თურქული ლირა გაუფასურებას განაგრძობს და თითქმის რეკორდულ მინიმუმს გაუტოლდა. წელს, დოლართან მიმართებით ლირა თითქმის მეხუთედით გაუფასურდა. მიზეზი კი მომატებული საფრთხე, ქურთული დაჯგუფებები, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, ასევე თვეების განმავლობაში რუსეთთან მიმდინარე დიპლომატიური ურთიერთობები გახდა. ამ ყველაფერმა შემოსავლის მთავარი წყარო, ტურიზმი დააზარალა.

ცოტა ხნის წინ, ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა შენახული უცხოური ვალუტა ეროვნულ ლირაში ან ოქროში გადაახურდაონ.