გაერო აცხადებს, რომ სირიის მთავრობის ჯარისკაცები აღმოსავლეთ ალეპოში სახლებში შედიან და მოქალაქეებს კლავენ, მათ შორის ქალებსა და ბავშვებს.

ადამიანის უფლებების ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო საათებში 82 ადამიანი მოკლეს. მათგან 11 ქალი და 13 ბავშვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"გუშინ საღამოს ჩვენ საშინელი ცნობები მივიღეთ ალეპოდან, ქუჩებში უამრავი გვამია" - აცხადებს გაეროს წარმომადგენელი.

მეამბოხეები, რომლებიც ალეპოს აღმოსავლეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში იმყოფებიან, განადგურების ზღვარზე არიან.

გაერო და წითელი ჯვარი სირიის მთავრობისგან და რუსეთისგან ალეპოში მოქალაქეების დაცვას ითხოვენ.

ათასობით ადამიანი ალყაშია მოქცეული, როდესაც მთავრობის ჯარისკაცები ქალაქის ამბოხებულებს ბომბავენ.