ინტერვიუ გიორგი პაპავასთან: მთავრობა დეკლარირებულ, თავისუფალი ეკონომიკის კურსს ცვლის
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ბოლო 11 თვის მონაცემებით, ექსპორტი 5%-ითაა შემცირებული წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით, ხოლო იმპორტი კი 29 პროცენტითაა გაზრდილი.
13 ნოემბერს საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება იმპორტის ზრდითაა განპირობებული. ამ განცხადების შემდეგ, ლარმა დოლართან მიმართებაში რამდენჯერმე მიაღწია რეკორდული გაუფასურების ნიშნულს.
ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, 1 დოლარი 2,6599 ლარი ღირს.
რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, რამდენად გაამართლებს მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა და რასთანაა დაკავშირებული ეროვნული ვალუტის გაუფასურება - ამ და სხვა ეკონომიკურ თემებზე On.ge ეკონომისტს გიორგი პაპავას ესაუბრა.
როგორ ახსნით იმ ფაქტს, რომ ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მუდმივად იცვლება?
ბოლო 3 თვეა რეალურად ექსპორტი მატულობს წინა წლის ამ თვეებთან შედარებით, რაც დადებითი ტენდენციაა, თუმცა ვერ გეტყვით ეს რითია გამოწვეული.
ბოლო 2 წელი, ყოველ თვე წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტი კლებულობდა და ბოლო სამი თვეა ასე თუ ისე რაღაც გამოცოცხლება შეინიშნება.
თუმცა, ზოგადად ისევ გვაქვს ძალიან ნეგატიური სავაჭრო ბალანსი, რაც ეროვნულ ვალუტაზეც აისახება.
დიდი ხანია უკვე გვაქვს გაცილებით ნაკლები ექსპორტი, ვიდრე იმპორტი, ამის დაბალანსება უნდა მოხდეს ინვესტიციებით, წელს ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს.
პროგნოზიც, რომელიც პარლამენტში დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა, არის ის, რომ 1,6 მილიარდზე ავალთ, რაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს დისბალანსი დაკორექტირდეს. ეს ნეგატიურად აისახება კურსზეც. თუმცა ცალსახად ვერ გეტყვით, რომ კონკრეტულად ოქტომბერ-ნოემბრის თვის ექსპორტ-იმპორტმა გამოიწვია გაუფასურება, უბრალოდ ის ტენდენციები, რაც არის ეკონომიკაში, არ იცვლება. სახეზე გვაქვს ძალიან ცოტა ექსპორტი, ბევრი იმპორტი და არც თუ ისე სახარბიელო სიტუაცია ინვესტიციების კუთხით.
პრემიერმინისტრმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება იმპორტის ზრდასთანაა დაკავშირებული, რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის?
ლარს რაც შეეხება, მთავრობის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რა მდგომარეობაშიც არის ლარი, იმიტომ, რომ ის ათპუნქტიანი გეგმა რაც გამოაცხადეს, არაა ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული ცვლილებები, და როდესაც ქვეყანაში ტარდება ცვლილებები, რომლებიც ეკონომიკურ ზრდას არ უწყობს ხელს, შესაბამისად მოლოდინები უარესდება და გაუარესებული მოლოდინების შედეგია ის, რაც რაც გვაქვს დღეს ლარის კურსთან მიმართებაში.
აქ სადაო არაფერი არაა, როდესაც გვაქვს საკმაოდ სუსტი ეკონომიკა, რომელიც სწრაფად არ იზრდება და როგორც ჩანს, არც გაიზრდება 1-2 წლის განმავლობაში მინიმუმ, შესაბამისად მოლოდინი იმისა, რომ გვექნება მყარი ვალუტა, არ არის სწორი.
ჩვენ შეიძლება მოვიგონოთ რაღაც ლარიზაციის გეგმები და ა.შ., მაგრამ, ეს იქნება უბრალოდ ერთჯერადი პროექტები, რომლებიც დაეხმარება კონკრეტულ ადამიანებს, მაგრამ სინამდვილეში მთლიან სურათს არ შეცვლის.
როგორ აფასებთ მთავრობის მიერ დაანონსებულ 10 პუნქტიან გეგმას?
პირველი, რაც ერთადერთი დადებითი დაანონსებული ცვლილებაა ამ 10 პუნქტიან გეგმაში, ესაა ესტონური მოდელის დანერგვა, რომელიც არის საშუალება იმის, რომ რომ რეალურად დროში არ მოიმატოს მოგების გადასახადმა.
ეს არ იქნება მოგების გადასახადის გაუქმება, ეს იქნება რეალურად გადავადება, იმიტომ, რომ ისინი მაშინ გადაიხდიან, როცა გაიტანენ, ჯერჯერობით შეეძლებათ მოგების აკუმულირება გააკეთონ, მოგების გადასახადი არ გადაიხადონ, მაგრამ გადაიხდიან მაშინ, როდესაც გაიტანენ. აქ მათთვის გარკვეული საშეღავათო პერიოდის მიცემა მოგების გადასახადზე დადებითი ცვლილებაა.
მაგრამ, ეს ცვლილება თანდართული უნდა ყოფილიყო იმისა, რომ სახელმწიფო ხარჯები როგორც მინიმუმ არ გაზრდილიყო, ჩვენ კი ვხედავთ, რომ ესტონური მოდელის გატარება ხდება იმის ხარჯზე, რომ გადასახადები იზრდება, სახელმწიფო მეტ გადასახადებს იღებს მოსახლეობისგან და მომავალ წელს ეს არის 100 მილიონ ლარზე მეტი, პირიქით, იზრდება საგადასახადო შემოსავლები. ეს შედეგად იწვევს იმას, რომ ის დეკლარირებული კურსივით, რაც ქვეყანას ჰქონდა აღებული, თავისუფალი ეკონომიკა, დაბალი გადასახადები და ა.შ., ეს კურსი დადგა ეჭვქვეშ, როდესაც მსგავსი ცვლილებები ხდება, ეს უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
რაც უფრო გარკვეულია ადამიანი, თუ რას უნდა ელოდეს მომავალში, მით უფრო ნაკლებ რისკიანად თვლის თავის ინვესტიციებს, როდესაც ქვეყანა მიდის რაღაც კურსით და მერე ამ კურსს მნიშვნელოვნად ცვლი, რა თქმა უნდა გაურკვევლობა მატულობს და ინვესტორისთვის ეს არაა სახარბიელო.
გადასახადების ზრდა რეალურად გათვლილია იმაზე, რომ სახელმწიფომ ჩათვალა, რომ უფრო კარგად შეუძლია ფულის ხარჯვა, ვიდრე ეს შეუძლია კერძო სექტორს და გადაწყვიტა, რომ ეკონომიკური ზრდა არა კერძო სექტორს, არამედ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, რაც ჩემი აზრით ცალსახად მცდარი გადაწყვეტილებაა.
გადასახადების ზრდა აქ თავიდან გასაღებული იყო ისე, თითქოს, ესტონური მოდელის დანერგვით რახან ნაკლები შემოვა, ეს უნდა დავაბალანსოთ, მაგრამ ეს ასე არ არის, იმიტომ, რომ ის ბიუჯეტი რაც მათ ახლა აქვთ პარლამენტში წარდგენილი, იქ 300 მილიონს კი კარგავს მოგების გადასახადით, მაგრამ მაგალითად 480 მილიონით მეტი შემოდის საშემოსავლოთი, რაც უკვე იდეაში აბალანსებდა მოგების გადასახადით დაკარგულ შემოსავლებს და არავითარი აუცილებლობა სხვა გადასახადების ზრდის არ იყო, თუ არა ის, რომ, როგორც გითხარით, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მან უნდა ხარჯოს ფული, ამოიღოს ხალხიდან და თვითონ უნდა ხარჯოს შემდეგ. ეს რომ მცდარი გადაწყვეტილებაა და არაა სწორი მიმართულება ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდისთვის, დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო გამოცდილებით.
თქვენ რა რეკომენდაციები გექნებათ მთავრობისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის, ისე ლარის კურსის დასტაბილურების მიმართულებით?
ლარის კურსის დასტაბილურება იქნება შედეგი იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც ქვეყანამ უნდა გაატაროს. პირველ რიგში ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ხარჯები უფრო მეტად უნდა შეამციროს, ვიდრე ისინი რეალურად აცხადებენ ან ამცირებენ.
პრემიერმინისტრმა ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირება დააანონსა.
დიახ, მაგრამ ეს არის დიდი ტყუილი, რის 10 პროცენტს იღებენ ეს ცოტა საეჭვოა, იმიტომ რომ ამბობენ, რომ 100 მილიონზეა საუბარი, როცა, ყველაზე მარტივად რომ ავიღოთ, 1,6 მილიარდს იხდის მარტო ხელფასებში, რისი 10%-იც 160 მილიონია. დაახლოებით 1,4 მილიარდს ვიხდით სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ადამიანების საქონელსა და მომსახურებაში, მაგის 10% კიდევ ცალკე 140 მილიონია, და გამოდის, რომ 60 მილიონის დაზოგვა მარტო მანდ იქნებოდა შესაძლებელი, მართლა 10%-ით რომ ამცირებდეს ადმინისტრაციულ ხარჯებს.
ამას გარდა, ადმინისტრაციული ხარჯი მხოლოდ ხელფასებზე არ გადის. ჩვენ გვაქვს უამრავი სახელმწიფო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები, ა(ა)იპ-ები და სსიპ-ები, რომელთა ოპტიმიზაციაც აუცილებლად გასაკეთებელია. შპს-ებს რაც შეეხებათ, 2014 წელს აუდიტის დასკვნა იყო ის, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მრავალი კომპანიებიდან, მხოლოდ 2 იყო კარგ ფინანსურ მდგომარეობაში.
სახელმწიფო დაკავებულია ლატარეით, როდესაც ამ ლატარეის კომპანიას 300 მილიონი აქვს დავალიანება. აქვს თავისი სამშენებლო კომპანია. მან მსგავსი საქმიანობა მაქსიმალურად უნდა გადაიტანოს კერძო სექტორში, ჩვენ კი ვხედავთ, რომ რეალურად სხვა მიმართულებით ხდება განვითარება და იქეთ მიდის ქვეყანა, რომ რაც შეიძლება მეტი გადასახადი გამოართვას კერძო სექტორს იმისთვის, რომ მერე სახელმწიფო იყოს გზის დამგებიც, ლატარეის ჩამტარებელიც და ა.შ.
ცოტა კომიკურიც კი არის, როდესაც გადასახადებს ზრდი სათამაშო ბიზნესისთვის და ამ დროს ფლობ სახელმწიფო ლატარეის კომპანიას. ერთი მიმართულება ესაა.
მეორე რეკომენდაცია იქნება ის, რომ იმ ოდენობით არ უნდა მოხდეს გადასახადების ზრდა, რა რაოდენობითაც არის დაგეგმილი. იმედი მაქვს, რომ საპარლამენტო განხილვების დროს, მკაცრი პოზიცია იქნება ამაზე დაფიქსირებული უმრავლესობის მხრიდან. რამდენიმე კომიტეტის თავჯდომარე, მაგალითად ბატონი ზოიძე და ბატონი კაკულია არ იზიარებენ ბოლომდე იმ ცვლილებებს, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება და იმედი მაქვს, რომ ისინი თავიანთ პოზიციას საკმაოდ მკაცრად დააფიქსირებენ და აიძულებენ საქართველოს მთავრობას, რომ გადახედოს იმ ცვლილებებს, რომლებსაც გეგმავს.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
კომენტარები