IDFI: ბოლო 3 წელიწადში, 2016 წელს, ყველაზე მეტი დანაშაული დარეგისტრირდა
ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, დანაშაულის სტატისტიკა კვლავ არ ქვეყნდება სრულყოფილად და თანმიმდევრულად.
IDFI-მ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2016 წლის 9 თვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2014-2015 წლების ანალოგიური პერიოდის მონაცემები შეადარა და დაადგინა, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
კერძოდ, 2016 წლის 9 თვეში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებულია 154 ერთეულით მეტი დანაშაული, ხოლო 2015 წელთან შედარებით 1394 ერთეულით მეტი.
IDFI-ის განცხადებით, 2016 წლის იანვრის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება:
"საქსტატის ვებგვერდზე საქართველოში არსებული დანაშაულის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის მონაცემები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მღებრიშვილმა საპარლამენტო მოსმენისას ოპოზიციური პარტიის დეპუტატს დანაშაულის სტატისტიკის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომ სამინისტროს მიერ ყოველ კვარტალში ხდებოდა საქსტატისთვის მონაცემების მიწოდება".
როგორც IDFI წერს, უცნობია, როგორი ტენდენციები ფიქსირდება 2016 წელს თითოეული კონკრეტული დანაშაულის მიხედვით, რადგან არც სტატისტიკის სამსახურის მონაცემები არის ჩაშლილი დეტალურად და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არის წარმოდგენილი დეტალური მონაცემები 2016 წლის პირველი სამი კვარტლის მიხედვით.
2016 წლის 9 თვეში, ბოლო სამი წლის განმავლობაში დანაშაულის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება შემდეგ დანაშაულთა ჯგუფების მიმართებით:
- დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ
- დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
- დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
- დანაშაული საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ
- სატრანსპორტო დანაშაული
სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის სტატისტიკა
სტატისტიკის თანახმად, 2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის 743 შემთხევა ფიქსირდება, მაშინ როდესაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირდა 623, ხოლო 2014 წელს - 499 შემთხვევა.
დანაშაულთა ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა: განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას, თვითმკვლელობამდე მიყვანას და სხვა.
ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულის სტატისტიკა
ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 3660 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში, რაც 52 შემთხვევით აღემატება 2015 წლის, ხოლო 788 შემთხვევით 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს.
დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა და სხვა.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
2016 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში განსაკუთრებული მატება შეიმჩნევა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება დაახლოებით 70%-ს, ხოლო 2015 წელთან შედარებით - 45%-ს. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ტრეფიკინგი, მძევლად ხელში ჩაგდება, მუქარა და სხვა.
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სტატისტიკა
საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების 1543 შემთხვევა ფიქსირდება 2016 წლის 9 თვეში, რაც 89 ერთეულით აღემატება 2015 წლის, ხოლო 70 ერთეულით 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ხულიგნობა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება და სხვა.
სატრანსპორტო დანაშაულის სტატისტიკა
სატრანსპორტო დანაშაულის შემთხვევები 2014 წლიდან ყოველწლიურად მატულობს და 2016 წლის 9 თვის განმავლობაში 2725 შემთხვევა ფიქსირდება. დანაშაულის ეს ჯგუფი აერთიანებს ისეთ დანაშაულებებს როგორიცაა: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოება ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა და სხვა.
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
-
გადახედვავაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე ვაჟა სირაძის განცხადება აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალების გეგმაზე
-
გადახედვათეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს თეოლოგთა და სასულიერო პირთა ნაწილი მიმართვას ავრცელებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა პრეზიდენტი: ერთ მხარეს ქართველი ხალხია, მეორე მხარეს კი — 83 დეპუტატი, რომელმაც ევროპული მომავლის წინააღმდეგ მისცა ხმა
-
გადახედვაამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ
-
გადახედვაბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს ბათუმი აპროტესტებს რუსულ კანონს, ევროპის მოედანზე ევროკავშირის დროშა გაშალეს
-
გადახედვაღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში! ღოღობერიძე: ძალიან ძლიერები ვართ, როდესაც ვართ ერთად და გვიხარია! ასე მხიარულად, ყიჟინით, შეძახილებით შევაბიჯებთ ევროპაში!
-
გადახედვაიოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ იოზვიაკი: საქართველოში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, დღეს, შესაძლოა, ევროკავშირის სამიტზე იმსჯელონ
-
გადახედვახალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა ხალხის რაოდენობის გამო, პარლამენტთან რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
-
გადახედვაალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება ალექსანდრე ლორთქიფანიძე: ეს კანონი არა გამჭვირვალობას, არამედ სტიგმატიზებას ემსახურება
-
გადახედვაპუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული" პუტინის პრესმდივნის მორიგი ღია მხარდაჭერა საქართველოს მთავრობას: "ამ კანონპროექტს არ უნდა ეწოდოს რუსული"
-
გადახედვასახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს სახალხო დამცველი 16-17 აპრილის აქციის მონიტორინგის პირველადი შედეგების შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს
-
გადახედვაპრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა პრეზიდენტი: კანონს ვეტოს დავადებ, ჩემი ვეტო ხალხის ხმაა
-
გადახედვაევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ ევროკავშირის მაღალჩინოსნები, რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაარა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი არა, დრო რუსეთის მხარეს არაა — ჯოზეფ ბორელის ბლოგი
-
გადახედვა3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია 3 ადამიანია დაჭრილი სროლის შედეგად თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე — მედია
-
გადახედვაპრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს პრეზიდენტისა და ელჩების შეხვედრა დასრულდა — რაზე ისაუბრეს
-
-
გადახედვაგოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა გოცირიძე: ამ წუთას, ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომ ივანიშვილმა შეძლოს ოფშორებში გადამალული ქონების დაუბეგრავად შემოტანა
კომენტარები