ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი, 6,5% დატოვა
14 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელი, 6,5 პროცენტი დარჩება.
ეროვნული ბანკის განმარტება მონეტარული პოლიტიკის ახალ განაკვეთზე
ეროვნული ბანკის განცხადებით, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე.
ბანკის განმარტებით, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას მოკლევადიან პერიოდში. ამასთან, ეროვნული ბანკი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას.
ეროვნული ბანკის განმარტება ინფლაციის მაჩვენებელზე
ბოლო თვეების განმავლობაში, წლიური ინფლაცია ნულოვან ნიშნულთან ახლოსაა და ნოემბერში 0,2 პროცენტი შეადგინა.
ეროვნული ბანკის განცხადებით, დაბალი ინფლაციის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო ჯგუფებზე წინა პერიოდებში შემცირებულ ფასებთან ერთად, სუსტი ერთობლივი მოთხოვნაა:
"მიმდინარე წელს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლის პროცესი, რის შედეგადაც შემცირდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთები და გაიზარდა ლარით გაცემული სესხები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მოთხოვნის სტიმულირებისთვის".
მონეტარული პოლიტიკის მიზანი
ეროვნული ბანკის ვებვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის მთავარ მიზანს წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ფასების სტაბილურობა გულისხმობს ინფლაციის ზომიერი და პროგნოზირებადი ტემპის არსებობას, რაც აუცილებელი ფაქტორია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისათვის.
განვითარების არსებულ ეტაპზე, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი საშუალოვადიან პერიოდში, 2016 წლისათვის 5 პროცენტს, ხოლო 2017 წლისათვის 4 პროცენტს შეადგენს. 2018 წლისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი მის გრძელვადიან დონემდე, 3 პროცენტამდე შემცირდება.
-
-
გადახედვაგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 250-ზე მეტი სტუდენტი პროტესტს მხარდაჭერას უცხადებს
-
გადახედვაპარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა პარლამენტთან აქციის მონაწილე დააკავეს — პოლიციამ ის კორდონის სიღრმეში შეიყვანა
-
გადახედვაკანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა კანცელარიაში ო'ბრაიენისა და კობახიძის შეხვედრა დასრულდა — საუბარი დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა
-
გადახედვაპუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია პუტინის პრესსპიკერი ამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს რუსული კანონი. მისი და ოცნების არგუმენტები მსგავსია
-
გადახედვა"კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე "კანონი შეიცავს პერსონალური მონაცემების გასაჯაროების რისკსაც" — იოსელიანი რუსულ კანონზე
-
გადახედვაშავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას შავ ლაქად შევა თქვენი სახელები და გვარები საქართველოს ისტორიაში — გიორგი ვაშაძე უმრავლესობას
-
გადახედვა"თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები "თქვენ რომ ივანიშვილის მონები არ იყოთ..." — ანა წითლიძემ ქართულ ოცნებას ჩამოუთვალა, თუ როგორია მათი ხელისუფლებაში ყოფნის მახასიათებლები
-
გადახედვასულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეჩერებულია — აკადემიური საბჭო
-
გადახედვაბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ ბათუმის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გაიფიცნენ
-
გადახედვადუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები დუგინი: საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში კი — პატრიოტები
-
გადახედვაპირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს, მოკვდა
-
გადახედვაცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას ცდილობთ, დაამახინჯოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას? მოღალატე რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია? — ბოკუჩავა უმრავლესობას
-
გადახედვა38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს 38 უნივერსიტეტის რექტორი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს
-
გადახედვაპარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს პარლამენტში რუსული კანონის მისაღებად მესამე, საბოლოო მოსმენა დაიწყეს
-
გადახედვააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ჯიმ ო'ბრაიენი მთავრობის კანცელარიაშია — რა ვიცით
-
გადახედვაპარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა პარლამენტთან სპეცრაზმი დგას, აქციის მონაწილეები შენობის უკანა მხრიდან პოლიციამ გაიყვანა
-
გადახედვასაპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა საპროტესტო აქციები სომხეთში — პოლიციამ 170 ადამიანი დააკავა
-
გადახედვაკობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
-
გადახედვაპარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაკობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით კობახიძე: დაველოდებით ვეტოს პროცედურას, 14-დან 28 მაისის ჩათვლით
კომენტარები