რა დაგიჯდებათ საახალწლო არდადეგების გატარება საქართველოს სასტუმროებში
მათთვის, ვისაც ახალი წლის გატარება ქალაქგარეთ, ზამთრის კურორტზე, ან ბუნებაში მდებარე სასტუმროში აქვს გადაწყვეტილი და ლარის რეკორდულმა გაუფასურებამაც დიდად არ დააზარალა, On.ge-მ მოიძია ფასები, თუ რა დაუჯდება წყვილს, ან მეგობრების ჯგუფს საქართველოში საახალწლოდ დასვენება.
ბაკურიანი
ბაკურიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ზამთრის კურორტებს შორის. სხვა კურორტების მსგავსად, ფასები აქაც შთამბეჭდავია. Booking.com-ზე მინიმალური ფასები ბაკურიანში ღამეზე დაახლოებით 100 ლარიდან იწყება და ათას ლარსაც კი აჭარბებს.
მაგალითად, 3 ღამით [30 დეკემბერი -2 იანვარი], ცენტრისგან 7 კილომეტრით მოშორებული გესთ-ჰაუსი 2 ადამიანს 340 ლარად მიიღებს.
3 ვარსკვლავიან სასტუმრო მგზავრებში 2 ადგილიანი ნომრის 1 ღამით დაქირავება საახალწლო დღეებში $115-დან $140-მდე ღირს. ამ ფასში შედის საახალწლო სუფრაც.
რაც შეეხება 3 საწოლიან ხის კოტეჯს, ის 1 ღამით $210 ღირს.
ორბი პალასში მხოლოდ 1 ადგილია დარჩენილი, სადაც 2 ადამიანს 3 ღამის გატარება 925 ლარად შეუძლია.
ბაკურიანის სასტუმროებში ახალი წლის ღამეების (3 ღამე) გატარება 2 ადამიანს ყველაზე დაბალ ფასად, 525 ლარად, სასტუმრო სანტაში შეუძლია, რომელიც მომხმარებლებს აუზსა და რესტორანსაც სთავაზობს.
ამავე კურორტზე 9 110 ლარი ღირს 12-ოთახიანი კოტეჯის დაქირავება 3 ღამით Art Villa-ში, ასევე Crystal Hill-ში - 4 485 ლარი 6 ადამიანისთვის.
გუდაური
შერჩეული სამი ღამის ფარგლებში, 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე, გუდაურში ყველაზე დაბალ ფასად 3 ადამიანისთვის განკუთვნილი ნომრის დაქირავება ჯამში 840 ლარად შეიძლება სასტუმროში გიო. ნომრის საფასურში შედის თევზაობა და თხილამურებით სრიალიც.
სასტუმროებში, გუდ აურა, მონტე და მარკო პოლო, საახალწლო დღეებში უკვე ყველა ადგილი გაყიდულია.
ორი ადამინისთვის 1 ნომერია დარჩენილი სასტუმრო Carpe Diem-ში, რომელიც 3 ღამით 1482 ლარი ღირს. სასტუმროს მომსახურებაში შედის კლუბი, კინოთეატრი, საუნა და ა.შ.
ბორჯომი
სასტუმრო ბორჯომი პალასში 2 ოთახიანი 3 ნომერია დარჩენილი, რომელიც 3 ღამის განმავლობაში 1 870 ლარი ღირს. სასტუმროში არის კარაოკე ბარი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, საუნა, ბილიარდი. ბორჯომი პალასი სტუმრებს მასაჟის სერვისსაც სთავაზობს.
გესთ-ჰაუს ბორჯომში საახალწლოდ სამი ღამის გატარება ორ ადამიანს 300 ლარი დაუჯდება, ხოლო ასევე სახლის სასტუმროს ტიპის გესთ-ჰაუსი ლიკანში 150 ლარი ღირს.
Crowne Plaza-ში უკვე ყველა ადგილი გაყიდულია.
ლიკანი პალასი, რომელიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან პროცედურებსაც სთავაზობს მომხმარებელს, 3 ღამით 150 ლარი ღირს. ეკო-სასტუმროში 1 ცალი 2 ადგილიანი ნომერია დარჩენილი.
კახეთის მასშტაბით
ამბასადორი კაჭრეთში 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე 3 ღამე 2 ადამიანს 1 804 ლარი დაუჯდება. სასტუმროს მომსახურების სერვისებში შედის აუზი, ფიტნესის დარბაზი, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის მაგიდები, ასევე, ჩოგბურთის კორტები.
რაც შეეხება ყვარლის ტბას, როიალ ბატონს და ლოპოტას, ახალი წლის დღეებში უკვე ყველა ადგილი გაყიდულია.
ყვარელში, მწვანე სახლში (Green house), 2 კაციანი 2 ნომერია დარჩენილი, სადაც სამი ღამის საფასური 240 ლარია.
სასტუმრო შატო ყვარელში, საახალწლოდ, 3 ღამის წინასწარ დაჯავშნა 480 ლარადაა შესაძლებელი.
ბათუმი
5 ვარსკვლავიან სასტუმრო ჰილტონში საახალწლოდ 7 ნომერია დარჩენილი. 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე 3 ღამე 2 ადამიანს $475 დაუჯდება. მომსახურებაში შედის აუზი, ფიტნესის ოთახი და სხვა. სასტუმროში არის რესტორნები და მაღაზიათა ქსელიც.
ახალი წლის ღამეს ბრანჩის პროგრამის მიღების შემთხვევაში, რომელიც ამერიკულ მენიუს გულისხმობს და დილის ცხრიდან შუა დღის 3 საათამდე გრძელდება, 3 დღის ღირებულება 510 ლარამდე გაიზრდება.
ბათუმის მგზავრებში საახალწლოდ სამი ღამე 2 ადამიანს 408 ლარი დაუჯდება. დარჩენილია 1 ნომერი. სტანდარტულ სერვისებთან ერთად, სასტუმროს მომსახურებაში შედის საუნაც.
ბათუმის რადისონში 1 ნომერია დარჩენილი 2 კაცისთვის, რომელიც 3 ღამით, ახალი წლის დღეებში, 1 820 ლარი ღირს.
სვანეთი
უშბას გესთჰაუსში, რომელიც სტუმრებს სათხილამურო გარემოს სთავაზობს, საახალწლოდ დასვენება 2 კაცს 4 დღით და 3 ღამით 300 ლარად შეეძლება. ფასში შედის კვების ღირებულებაც.
სასტუმრო თეთნულდში, რომელიც მესტიაში მდებარეობს, 3 საახალწლო ღამე 816 ლარი ღირს.
ყაზბეგი
და ბოლოს, რუმსის სასტუმრო ყაზბეგში, რომელშიც 30 დეკემბრიდან 2 იანვრამდე 3 ღამე 2 ადამიანს 3 257 ლარი დაუჯდება, 3 ნომერია დარჩენილი.
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
დისკუსია: თქვენ რომელ კურორტზე ამჯობინებთ დასვენებას?