როგორ დავიცვათ თავი სეზონური გრიპის დროს
ამ დღეებში ხშირად მოისმენდით "ქალაქში ვირუსი დადის", რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის სეზონური გავრცელება დაიწყო. გრიპი, გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, სულაც არაა სახუმარო დაავადება და მისი გავრცელების სეზონად ოქტომბრის დასაწყისიდან მაისის ბოლომდე პერიოდი ითვლება. შარშანდელ წელთან შედარებით, გაზრდილია გრიპის შემთხვევები 100 000 მოსახლეზე, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებით, საგანგაშო არაფერია. ქვეყანაში მედიკამენტების საკმარისი მარაგია, დაავადებულთა უმრავლესობა კი ზომების მიღების შემთხვევაში ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების გარეშე გამოჯანმრთელდება.
ამჟამად დედაქალაქში ძირითადად გავრცელებულია AH3 ტიპის ვირუსი და B ტიპის ვირუსი.
როგორ მივხვდე, რომ სეზონური გრიპი დამემართა?
უბრალო გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, სიცხე 38 გრადუსამდე, ხველა, ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში; იშვიათად დიარეა და/ან ღებინება. ამ ვირუსს ახასიათებს ტემპერატურის უეცარი მატება, თუმცა ცხვირის გაჭედვის შეგრძნებები შეიძლება ნაკლებად გქონდეთ. როგორც წესი, დაავადება ყოველგვარი სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარებისა და სპეციალური მედიკამენტის გარეშე ერთი კვირის თავზე სრული გაჯანსაღებით დამთარდება. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გრიპით დაავადებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი გახდეს.
რა უნდა გავაკეთო, თუ გრიპის პირველადი ნიშნები ვიგრძენი?
თუ შეატყობთ, რომ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, აუცილებლად დარჩით სახლში და მიიღეთ მედიკამენტები. ამგვარად გაუფრთხილდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა – მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალებები (გარდა ასპირინისა), ტკივილგამაყუჩებლები და ა.შ. თუ თქვენს ბავშვს აღენიშნება გრიპის ნიშნები და სიცხე, არ გაუშვათ სკოლაში. თვითმკურნალობა ანტიბიოტიკებით კატეგორიულად მიუღებელია.
რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
უმეტესწილად გრიპის მქონე ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე 1 დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5 დღის განმავლობაში. ბავშვები 7 დღეზე მეტ ხანს არიან გადამდებები.
რამდენად სწრაფად გამოვჯანმრთელდები გრიპის შემთხვევაში?
გართულებების გარეშე მიმდინარეობისას 1-4 დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმალიზდება და 7-10 დღის შემდეგ იწყება გამოჯანსაღება. გადატანილი ინფექციის შემდეგ 14-20 დღის განმავლობაში შესაძლებელია დარჩეს ხველა და სისუსტე.
რა შემთხვევაში უნდა მივმართო ექიმს?
თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის გართულება, ქოშინი, მაღალი სიცხე 3-ზე მეტი დღის განმავლობაში, ტკივილი გულმკერდის არეში, გაუწყლოება, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, ცხვირ-ტუჩის მიდამოს გალურჯება, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა.
ვინ იმყოფება გრიპის მაღალი რისკის ქვეშ?
გრიპის მეორადი გართულებების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან:
- ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე;
- ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
- ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).
რეკომენდაციები:
- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.
- როგორც ჯანმრთელმა, ასევე გრიპით დაავადებულმა პირებმა, შეძლებისდაგვარად ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით, რათა შემცირდეს ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა;
- რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი და დაალაგეთ სველი წესით;
- თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;
- გაითვალისწინეთ, რომ გრიპისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება გრიპის საწინააღმდეგო აცრაა.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები