MDF: სასამართლომ საარჩევნო დარღვევისთვის რუსთავი 2 და ტაბულა შერჩევით დააჯარიმა
მედიის განვითარების ფონდმა 2016 წლის 15 დეკემბერს წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის კვლევების გაშუქებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სანქცირების პრაქტიკის შესახებ კვლევა გაავრცელა. კვლევის მიხედვით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და სასამართლო მედიასაშუალებების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების დარღვევით გაშუქებისას, შერჩევით მიდგომებს იყენებდნენ.
მედიის განვითარების ფონდის მონაცემებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონდარღვევით გამოქვეყნების გამო 12 მაუწყებელსა და 5 ონლაინ მედია საშუალებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა.
კვლევის მიხედვით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს:
- შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ს მისი დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის სანდოობის გადამოწმების მიზნით, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა და აღნიშნულ საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყო.
- მარეგულირებელმა კომისიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების დარღვევით გაშუქებისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები მაუწყებლებს შერჩევითად შეუდგინა. რეაგირება არ მოჰყოლია საზოგადოებრივი მაუწყებლის, GDS-ისა და ობიექტივის ეთერში აღნიშნული დარღვევის შემთხვევებს.
- ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან 2 დარღვევის შემთხვევას მარეგულირებლის მხრიდან რეაგირება ერთ თვეზე მეტი დაგვიანებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნები გამოქვეყნების შემდეგ მოჰყვა, რომელშიც კომისიის არათანამიმდევრულ მიდგომაზე რუსთავი 2-ისა და იმედის შემთხვევებზე დაყრდნობით იყო საუბარი.
- შერჩევითი და არათანმიმდევრული მიდგომა გამოვლინდა სასამართლო ხელისუფლების მხრიდან, რომელმაც 1500-ლარიანი ფინანსური სანქციები მხოლოდ ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზიების (რუსთავი 2-ის მიმართ 2-ჯერ, ტაბულა), ასევე 2 რეგიონული მაუწყებლების (თრიალეთი, არგო) შემთხვევაში გამოიყენა. სხვა ტელევიზიების შემთხვევაში მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა. მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია “იმედის” მხრიდან იდენტურ დარღვევას 3-ჯერ ჰქონდა ადგილი.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ საარჩევნო კოდექსის 51.11 ვ) მუხლის დარღვევის ერთ-ერთ საქმეზე ტელეკომპანია რუსთავი 2 ადმინისტრაციულ ორგანოს გაუთანაბრა, ხოლო კვლევის მედია გაშუქება - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ინფორმაციის გამოქვეყნების წესს.
მედიის განვითარების ფონდისთვის ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმით შეირჩა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 5 საინფორმაციო სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის შედგენისას, რადგან მაუწყებლებისგან განსხვავებით მარეგულირებელი სააგენტოებისა და სხვა ონლაინ გამოცემების სრულფასოვან მედია მონიტორინგს არ ატარებს.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები