რუსთავი 2–ის გადაცემა პოსტსკრიპტუმის ავტორმა და წამყვანმა, რომელიც არხზე 20 წელზე დიდხანს მუშაობდა, არხი დატოვა. ამის შესახებ კიკალიშვილმა 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა:

"პირადი სახის მიზეზის გამო, მე პოსტსკრიპტუმის წამყვანი და ავტორი არ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგან 20 წელზე მეტია, მე და თქვენ, კვირა საღამოს, რუსთავი 2–ის ეთერში, პოსტსკრიპტუმში ვხვდებით. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ გადაგვხდა თავს და ვგონებ, ძალიან დაგვაახლოვა. ვერ ვიტყვი, რომ ყოველთვის ვამარტლებდი თქვენს იმედებს, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგიც იყო ამ ოცწლიან მეგობრობაში."

კიკალიშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს, ოჯახსა და მაყურებლებს ნდობისთვის.

პოსტსკრიპტუმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, მისი წამყვანი გიორგი გაბუნია იქნება.