შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, თუკი ბორჯომში მომხდარი ინციდენტი დადასტურდა, რომლის მიხედვითაც იბერიას ჟურნალისტი პოლიციელებს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს, სანქციები ძალიან იქნება მკაცრი:

"ადამიანი, რომელიც თავად უნდა იცავდეს წესრიგს და მოუწოდებდეს წესრიგისკენ სხვებს, როდესაც ის არღვევს კანონს, მე მას, არავითარ შემთხვევაში არ გადავეფარები. თუ საჭირო იქნება ეს პოლიციელი ჩამოშორდება თავის სამსახურს, განთავისუფლდება, პასუხისგებაშიც მიეცემა. თუკი ეს დადასტურდება, ყველაზე მკაცრი სანქციები იქნება გამოყენებული. ამის პირობას გაძლევთ იმიტომ, რომ ის, რასაც ეს ჟურნალისტი ამბობს, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება აბსოლუტურად".