რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდიანი ავრცელებს.

კარლოვი ანკარაში ფოტო-გალერეას სტუმრობდა. ის სიტყვით გამოდიოდა ფოტო-გამოფენის, სახელად "თურქების თვალით დანახული რუსეთი", გახსნაზე, როდესაც შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მას რამდენჯერმე ესროლა.

ადგილზე მყოფი Associated Press-ის ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელი ალაჰ აკბარს იძახდა და მან 8-ჯერ გაისროლა.

თავდამსხმელი თურქეთის პოლიციამ მოკლა.