ახალი ტექნოლოგია - რა არის ჯარვისი?
ჯარვისი თანამედროვე ტექნოლოგიური სამყაროს ახალი გამოწვევაა, რომელიც მსოფლიომ მარკ ცუკერბერგის ვიდეოს გავრცელების შემდეგ გაიცნო.
უკვე მეორე დღეა აქტიურად ისმის კითხვა - რა არის ჯარვისი? არის თუ არა ის ნამდვილი?
ჩვენ მოგიყვებით თანამედროვე სამყაროს ახალ შენაძენზე, რომელიც დიახ, რეალურზე რეალურია.
გუშინ მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ის საკუთარი სახლის სამართავად ახალ ტექნოლოგიას იყენებს. ცუკერბერგი ამბობს, რომ ამ პროექტზე მუშაობას ერთი წელი მოანდომა და უკვე დაასრულა.
ახალი ტექნოლოგია მარკის პატარა გოგონასთვის შეიქმნა. გარდა ამისა, Facebook-ის შემქმნელს იმ წარმოსახვითი რეალობის გაცოცხლებაც უნდოდა, რომელიც ყველასთვის ცნობილ Iron Man-შია ნაჩვენები.
რა არის ჯარვისი?
ჯარვისი iOS სისტემაზე აწყობილი ახალი ტექნოლოგიაა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით ან უბრალოდ ხმოვანი შეტყობინებებით ასრულებს თქვენთვის სასურველ ოპერაციებს. ცხადია, ჯარვისი თქვენ მაგივრად ვერ ააწყობს პრეზენტაციას უფროსისთვის, თუმცა ცხოვრებას საგრძნობლად გაგიმარტივებთ.
ჯარვისის შესაქმნელად მარკ ცუკერბერგმა ხელოვნური ინტელექტის რამდენიმე ტექნიკა გამოიყენა, მათ შორის: ხმოვანი შეტყობინებების აღქმა, სახის ამოცნობა და სიახლეების ათვისების უნარი.
როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს, ჯარვისის კოდირება ერთი წლის წინ დაიწყო: "სანამ ხელოვნური ინტელექტის ტექნიკას დავამატებდი, აუცილებლად უნდა დამეწერა კოდი, რომელიც სხვადასხვა პროგრამულ ენას გააერთიანებდა. საოჯახო ნივთები სხვადასხვა ენაზე "საუბრობენ" და სხვადასხვა ბრძანებებზე რეაგირებენ."
ცხადია, მადუღარასა და ელექტროგაყვანილობას განსხვავებული კოდირება სჭირდებათ. იმისთვის, რომ ტოსტერისა და აუდიოსისტემის, შუქისა და კონდენციონერის ჩამრთველები ერთ სისტემაში მოეთავსებინა, მარკმა საერთო მახასიათებლების შესწავლა დაიწყო.
თავიდან ჯარვისის მართვა მხოლოდ კომპიუტერის საშუალებით იყო შესაძლებელი, მაგრამ მოგვიანებით გამოგონების ავტორი მიხვდა, რომ ამ ამბავში სმარტფონებიც უნდა ჩაერთო. მარკმა არსებული აპის, მესენჯერის სპეციალური ბოტი გამოიყენა, რომელიც ხმოვან შეტყობინებებს უშეცდომოდ თარგმნის ტექსტურ შეტყობინებებად.
მახასიათებლები
გინახავთ სპაიკ ჯონსის ფილმი Her? მაშინ შეგვიძლია გითხრათ, რომ საქმე სამანტას რეალურ ანალოგთან გვაქვს. ჯარვისს შეუძლია გაგაღვიძოთ, დაგეგმოს თქვენი დღის წესრიგი და შეგახსენოთ კონკრეტული საქმეები. ის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. თუკი თქვენს არყოფნაში ვინმე სახლში შემოიჭრება, ჭკვიანი პროგრამა მის ფოტოსურათს გამოგიგზავნით.
ჯარვისს აქვს სახის ამოცნობის ახალი ტექნიკა, რომელიც მინიმალური ცდომილებით აღიქვამს ნებისმიერი ადამიანის ფიზიკურ მახასიათებლებს. ამაში მას ფეისბუქის ფოტოების უზარმაზარი ბაზა დაეხმარა.
ჯარვისი სახლის კარს სპეციალურად ჩაშენებული კამერით აკონტროლებს და ადამიანების ამოცნობისას ორ მოქმედებას ასრულებს: აკვირდება, მისი მხედველობის არეში ხომ არ შემოიჭრა ვინმე და ამოწმებს ბაზას იმის დასადგენად, თუ ვინ არის ეს პიროვნება.
ჯარვისი მფლობელის ბრძანებებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, თუ თქვენ კალენდარში მითითებული გაქვთ, რომ 25 დეკემბერს უნდა გესტუმრონ მშობლები, ჯარვისი მათ "დაელოდება" და გამოჩენისთანავე შეგატყობინებთ სიახლეს.
აღსანიშნავია, რომ ჯარვისი ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ახლა ეცნობა სამყაროს. სწორედ ამიტომ, მარკი ყველა შემოთავაზებისთვის ღიაა. ამ ჭკვიან ტექნოლოგიას უკვე შეუძლია მუსიკის შერჩევა თქვენი გემოვნების მიხედვით, მაისურების მიწოდება შორ მანძილზე, ფილმის პოვნა და ჩართვა, შუქის ანთება-ჩაქრობა და ა.შ.
ჯარვისს მორგან ფრიმანის ხმა აქვს. უფრო სწორად, მისი სატესტო ვერსია სწორედ მორგან ფრიმანმა გაახმოვანა.
ამ დროისთვის ჯარვისით სარგებლობა მხოლოდ მარკ ცუკერბერგის ოჯახს შეუძლია, თუმცა პროდუქტის სრულყოფის შემდეგ ჭკვიანი ტექნოლოგია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.
დაველოდოთ, როდის შემოაბიჯებს ჭკვიანი სიახლე ჩვენს ცხოვრებაში.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები