სად რამდენი ლარი დაგიჯდებათ ახალი წლის შეხვედრა თბილისში - ფასები და პროგრამა
მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა, ან საახალწლო ღამის გატარება, თბილისში, სახლს გარეთ სურს და ჯერაც არ გადაუწყვეტია, რომელ ბარში, რესტორანში, კაფესა, თუ კლუბში წავიდეს, On.ge შეეცადა, ზოგი დაწესებულების შეთავაზებები და ფასები მოეძიებინა 31 დეკემბრის ღამისთვის.
გალერია იტალიანა
ახალი წლის ღამის გასატარებლად გალერია იტალიანაში ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. ერთი პერსონა 60 ლარი ღირს, მინიმუმი კი 5 ადამიანია. ადგილები ადგილზე უნდა შეირჩეს და თანხის ნაწილი წინასწარ უნდა გადაიხადოთ.
პროგრამა დაიწყება 23:30 საათზე და გაგრძელდება 4 საათამდე. საღამოს გიო ქსოვრელი წაიყვანს, იქნება ცოცხალი მუსიკა მარიამ აკობიასა და LIFE BELL ბენდის შესრულებით. გალერია იტალიანა გათამაშებებსა და სიურპრიზებსაც ჰპირდება მომხმარებლებს.
დაინჰოლი
რესტორან დაინჰოლში, ერთი ადამიანი 250 ლარად შეძლებს გაატაროს ახალი წლის ღამე. ადგილი წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. იქნება ცოცხალი მუსიკაც - ეკა დოლიძე, ბენდი Old Road, მოგვიანებით DJ.
პროგრამა 22:00 საათიდან დაიწყება, 04:00-მდე გაგრძელდება და მას გიორგი ყიფშიძე წაიყვანს.
ქეთო და კოტე
რესტორანი ქეთო და კოტე მომხმარებელს 150 და 200 ლარიან მაგიდებს სთავაზობს. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს. 23 საათიდან იქნება ცოცხალი მუსიკაც.
თავადური
რესტორან თავადურში ერთ ადამიანზე საფასური 250 ლარს შეადგენს. პროგრამა 23 საათზე დაიწყება. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.
თავადური კოსტიუმირებული სანახაობასა, გათამაშებას ჰპირდება სტუმრებს. რესტორანში მიშა სულუხია, გიორგი ჩიქოვანი, ჯგუფი SPARKLE, ქეთი ინწკირველი და თავადურის ტრიო იმღერებენ. წამყვანი გიორგი ვარდოსანიძე იქნება.
ფუნიკულიორი
რესტორანი ფუნიკულიორი 2 ადამიანს 250 ლარად სთავაზობს მაგიდას. ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.
პროგრამა 22 საათზე დაიწყება. მუსიკა - გიო ხუციშვილი და ანსამბლი დრო. დილამდე იქნება DJ.
ჭაშნაგირი
რესტორან ჭაშნაგირში ადგილები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს და მათი ფასი 1 ადამიანზე 250 ლარია.
პროგრამა 23 საათზე დაიწყება და მას ოთარ ტატიშვილი წაიყვანს. ცოცხალ მუსიკასთან ერთად იქნება საცეკვაო წარმოდგენაც.
წისქვილი ჯგუფი
წისქვილი ჯგუფის დაწესებულებებში ყველა ადგილი გაყიდულია. აქ ერთი პერსონა 300 ლარი ღირდა, ამასთან, სტუმართა რაოდენობა 5-ზე მეტი უნდა ყოფილიყო.
ქართული სახლი
ქართულ სახლში ახალი წლის ღამის გასატარებლად, 1 ადამიანის ადგილის ფასი 300 ლარია. მაგიდა წინასწარ უნდა დაიჯავშნოს და მინიმალური რაოდენობა 4 ადამიანია. 1, 2 და 3 პერსონას კი, უცხო ადამიანებთან, საერთო მაგიდაზე მოუწევს დაჯდომა.
პროგრამა 23 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. საღამოს ზურა მანჯავიძე წაიყვანს. აუცილებელია სადღესასწაულო სამოსი.
მრავალჟამიერი
რესტორან მრავალჟამიერში ადგილის დაჯავშნა, მინუმუმ 2 ადამიანისთვის 200 ლარი ღირს. მხოლოდ ერთ პერსონაზე კი ფასი 500 ლარია.
პროგრამა 31 დეკემბრის 23 საათიდან 1 იანვრის დილის 6 საათამდე გაგრძელდება. წამყვანი ილო ბეროშვილი იქნება.
ჰარდ როკ კაფე
ჰარდ როკ კაფეში ადგილი ერთი ადამიანისთვის 300 ლარი ღირს. ყველაზე პატარა მაგიდა კი 4 პერსონაზეა გათვლილი.
მუსიკოსები The Goblins, SALIO და DJ AMIN იქნებიან.
პროგრამა 23 საათზე დაიწყება და 5 საათამდე გაგრძელდება.
ბაბილო
ბაბილოში სტუმრების მიღება 23:30 საათზე დაიწყება. აქ მინიმუმ 5 ადამიანზე გათვლილ მაგიდაზე ერთი პერსონის ფასი 350 ლარია.
პროგრამა 1 იანვარს, 1 საათზე დაიწყება. მონაწილეობენ ქართველი და ფრანგი მოცეკვავეები. მუსიკოსები იქნებიან: თამუნა მიქელაძე, გიორგი წიკლაური, გიორგი ღვინიაშვილი. გიორგი ნადიბაიძე, ნინო ძოწენიძე, ცირა კობიაშვილი. ბენდი +995, რომა რცხილაძე, თემურ რცხილაძე, მაკა გამყრელიძე.
კანუდოსი
კანუდოსში დარწმუნებული არ არიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ერთ ადამიანზე ადგილის ფასი 150-200 ლარი იყოს. დეტალები კანუდოსის ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
ახალი მზიური
ჯერჯერობით არაა ცნობილი კაფე ახალი მზიურის გეგმები ახალი წლის ღამესთან დაკავშირებით. კაფე რამდენიმე დღეში გააცნობს მომხმარებლებს დეტალებს.
მოზაიკა
ბარი მოზაიკა განსაკუთრებულს არაფერს გეგმავს. არ იქნება საჭირო არც წინასწარ დაჯავშნა და არც სხვა რაიმე პროცედურა. მოზაიკა სხვა დღეების მსგავსად, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს და, სავარაუდოდ, 1 იანვრის 5 საათამდე იქნება ღია.
ბაუჰაუსი
მოზაიკას მსგავსად, ჩვეულებრივ რეჟიმში იმუშავებს ბარი ბაუჰაუსიც. არც აქ იქნება საჭირო წინასწარი ადგილების დაჯავშნა.
ფლეშბექი
ჩვეულებრივ, ისევე, როგორც სხვა დღეებში, იქნება შესაძლებელი დროის გატარება ბარ ფლეშბექში, ყოველგვარი წინასწარი ჯავშნის გარეშე, თუმცა არ იმუშავებს სამზარეულო.
Wall
იმ რამდენიმე დაწესებულებას შორისაა ბარი Wall, რომელიც სხვა დღეების მსგავსად აპირებს მუშაობას. არც აქ იქნება საჭირო ადგილების წინასწარი დაჯავშნა, ან რაიმე დამატებითი თანხის გადახდა.
ზოესთან
ზოესთან ამბობენ, რომ, სავარაუდოდ, არც წინასწარ ადგილების დაჯავშნა იქნება საჭირო და არც რაიმე ფასი ეღირება. ამასთან, ზუსტ ინფორმაციას ბარი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე რამდენიმე დღეში განათავსებს.
ათონელის 21
ათონელის 21-ში დიდი მაგიდა, სავარაუდოდ, 100 ლარი ეღირება, პატარა - 50. დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
გენერატორი 9.8
სავარაუდოდ, 50 ლარი ეღირება ერთი ადამიანისთვის ადგილი გენერატორ 9.8-ში. ბარი დეტალებს რამდენიმე დღეში, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაუზიარებს მომხმარებლებს.
მთვრალი ბუ
ბარში მთვრალი ბუ 6 და 8-ადგილიანი მაგიდებია და ერთი პერსონაზე 50 ლარი ღირს. მაგიდები წინასწარ უნდა დაიჯავშნოს.
23 საათიდან 4 საათამდე ბარში მოხვდებიან მხოლოდ ის სტუმრები, ვისაც ექნებათ დაჯავშნილი მაგიდები. 4 საათიდან დილამდე კი მთვრალი ბუ ყველა სტუმარს უმასპინძლებს.
ხიდი
31 დეკემბერს, კლუბში ხიდი Boston 168 - ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ს და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალური პროექტი და PEARL / Falling Ethics ესპანელი პროდიუსერი და დიჯეი დაუკრავენ.
კარი 23 საათზე გაიღება. ბილეთების შეძენა ონლაინაა შესაძლებელი: ლიმიტი I - 25 ლარი; ლიმიტი II - 30 ლარი. ხოლო შესასვლელში ფასი 40 ლარი იქნება.
მტკვარზე
კლუბში მტკვარზე Cristi Cons, Gio Shengelia, Tomma და Bacho ხოლო Small Room-ში Sumo და Zurkin დაუკრავენ. ბილეთის ფასი ონლაინ 20 ლარია, კარზე კი მისი ფასი 25 ლარი იქნება.
კარი 1 იანვარს, 1 საათზე გაიღება.
ბასიანი
კლუბი ბასიანში დაუკრავენ:
- ABDULLA RASHIM - შვედი პროდიუსერი და DJ. ლეიბლების Abdulla Rashim Records და Northern Electronics-ის დამაარსებელი.
- ULWHEDNAR - Abdulla Rashim-ის და Jonas Ronnberg-ის, იგივე Varg-ის კოლაბორაციული პროექტი.
- FÖDD DÖD - Varg-ის და შვედი მუსიკოსის Sars-ის დუო.
- NDRX - კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი. პროექტ Stare At Dj იდეის ავტორი.
- ART ALFIE - პროდიუსერი და DJ ქალაქ სტოკჰოლმიდან.
- HVL - გიგი ჯიქია, კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი, პროდიუსერი და DJ.
20 ლარიანი ბილეთები უკვე გაიყიდა. ონლაინ მხოლოდ 30 ლარაიანი ბილეთების ყიდვაა შესაძლებელი, კარზე კი მათი ფასი 40 ლარი იქნება. კარი 23 საათზე გაიღება.
კაფე-გალერი
კაფე-გალერი ლონდონელ Øliver-ისა და Pleiades-ის სეტებს სთავაზობს სტუმრებს. აქ ასევე დაუკრავენ Greenbeam & Leon.
კარი 23 საათზე გაიღება და ბილეთის ფასი 30 ლარი იქნება.
სფეისჰოლი
სფეისჰოლში, ახალ წელს, 10 სტუდიური ალბომის ავტორის, პოპის, ელექტრონული მუსიკის, ტრიპ-ჰოპისა და ორკესტრული არანჟირებების მასინთეზირებელი ჯეი ჯეი იოჰანსონის მოსმენა იქნება შესაძლებელი.
აქ ასევე დაუკრავენ ჯგუფი ბეარფოქსი, ეკო დეისაძე და მოკუმოკუ.
კარი 1 იანვარს, 1 საათზე გაიღება. ბილეთები ონლაინ 40 და 50 ლარი ღირს, კარზე კი მათი ფასი 50 ლარი იქნება.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები