თანაბარი პირობები სტუდენტებისთვის - აუდიტორია 115-ის მოთხოვნების ნაწილი დაკმაყოფილდა
2017 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდება.
თსუ-ს ინფორმაციით, უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის ინიციატივით, გამჭვირვალობისა და პარიტეტის დასაცავად შეიქმნება სპეციალური საბჭო, რომელშიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევლენ.
საბჭო შეიმუშავებს იმ კრიტერიუმებს, რის მიხედვითაც გაიცემა დაფინანსება სტუდენტური პროექტების განსახორციელებლად, ახალი წესი თანაბარ პირობებს შექმნის ყველა სტუდენტისთვის.
„ამით ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება პრობლემა, რომ შიდასაუნივერსიტეტო ფინანსები არაობიექტურად ნაწილდებოდა და დაინერგება საუნივერსიტეტო სახსრების ღიად, გამჭვირვალედ, ობიექტურად გადანაწილების მექანიზმი. სტუდენტური პროექტების დაფინანსება მოხდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე“ - განმარტა გიორგი შარვაშიძემ.
როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საბჭოს თსუ-ს რექტორის მოადგილე მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს.
თსუ-ს პრესსამსახურის ცნობით, 2017 წელს სტუდენტურ კვლევებზე 600 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, ბიუჯეტიდან გამოიყო დაფინანსება უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში პირობების გასაუმჯობესებლად. მიმდინარე წელს დაფინანსდა სველი წერტილების და სამრეცხაოს რემონტი, შეძენილია სარეცხი მანქანები. ამ ეტაპზე კი საერთო საცხოვრებელში იწყება სარემონტო სამუშაოები რესურსცენტრის მოსაწყობად, სადაც განთავსდება ბიბლიოთეკა და კომპიუტერული ტექნიკა. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ყველა სტუდენტს ექნება თავისუფალი წვდომა ინტერნეტ-რესურსებთან.
მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სტუდენტთა პირობები. რექტორის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელში ადგილების რაოდენობა გაორმაგდება, გაიხსნება კვების ახალი ობიექტი, ახალი სტუდენტური ბარათი კი სტუდენტებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას მისცემს.
ცვლილებებს დადებითად აფასებს სტუდენტური მოძრაობა აუდიტორია 115, თუმცა მოძრაობა სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილებასაც ითხოვს:
"ბუნებრივია, აღნიშნული ცვლილებები საკმარისი არ არის, ვინაიდან ის პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს აგვარებს, მხოლოდ ლოკალურ დონეზე. აუცილებელია, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა, რათა უნივერსიტეტის მართვის პროცესში ჩართვა ერთი ჯგუფის ნაცვლად შეეძლოს ყველა სტუდენტს. გარდა ამისა, აუცილებელია, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ეროვნული კანონმდებლობის ნაცვლად, თავად უნივერსიტეტებს მიეცეთ უფლება, განსაზღვრონ სტუდენტური ცხოვრების წესი, თანასწორობის პრინციპის დაცვით".
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები