საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული საერთო სასამართლოების დეპარტამენტი 2 ავტომობილის სხვა 2 ავტომობილით ჩანაცვლებაში 169 559 ლარს იხდის. აღნიშნული შესყიდვა უწყებამ გამარტივებული წესით განახორციელა, ხელშეკრულება კი 22 დეკემბერს გაფორმდა.

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 192 959 ლარია, თუმცა თანხის ნაწილს ძველი ავტომობილების ჩანაცვლებით ფარავს. შპს ავტო თრეიდ ინ-თან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 2003 წელს გამოშვებული Ford Transit და 2008 წელს VW Transporter, Hyundai HD-65-თა და Hyundai H-350-ით უნდა ჩანაცვლდეს. Ford Transit 11 ათას ლარადაა შეფასებული, VW Transporter კი - 12 400-ად. ამ ორი ავტომობილის სანაცვლოდ უწყება 101 081 ლარად შეფასებულ, 2014 წელს გამოშვებული Hyundai HD-65 და 91 878 ლარად შეფასებულ, 2015 წელს გამოშვებული Hyundai H-350 მიიღებს.