რა უჯდება თბილისის ბიუჯეტს ახალი წლის აღნიშვნა
თბილისის მერიამ 2017 წლის ახალი წლის ღონისძიების ორგანიზებისთვის არაერთი ხელშეკრულება გააფორმა. ყველა ხელშეკრულება, რომელიც On.ge-სთვის გახდა ხელმისაწვდომი, გამარტივებული წესით არის გაფორმებული. ჯამურმა თანხამ 721 516 ლარი შეადგინა. თუმცა, შესაძლოა, ეს თანხა საბოლოო არ იყოს. მერიას 16 დეკემბერს გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე არც პასუხი გამოუგზავნია და არც 10-დღიანი ვადის გამოყენების შესახებ უცნობებია.
ყველაზე ძვირადღირებული მომსახურება თბილისის მერიამ შპს რეკ-დ-ისგან იყიდა. 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 149 744 ლარია. ამ თანხად გათვალისწინებულია: აღმაშენებლის გამზირზე „საშობაო ქალაქის“ მოწყობა, 25 დეკემბრიდან -2 იანვრამდე, 9 დღის განმავლობაში ე.წ. საახალწლო ბაზრობის გამართვა და მოწყობილ სცენაზე თანამედროვე კომპოზიტორების კლასიკური მუსიკისა და ჯაზის შესრულება. გარდა ამისა, 25-27 დეკემბერს ჩრდილების თეატრის ორმოქმედებიანი წარმოდგენა, არტ მარკეტის მოწყობა და მუსიკალურად გაფორმება და 29-31 დეკემბერს მამუკა ჯაფარიძის 3-დღიანი არტ პერფომანსის - „გამოფენა ცაში“ მოწყობა. გარდა ამისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია საბავშვო სივრცის მოწყობა და გასართობი პროგრამა „თამაშობანა“. სანტა კლაუსი კი დღესასწაულზე მისულ ბავშვებს საჩუქრებს გადასცემს.
შპს ვიზარდ ივენთთან 21 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით, 126 113 ლარად გათვალისწინებულია 25 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით საახალწლო ქალაქის, მარი ბროსეს სახელობის სკვერში კი 8 დეკორაციული ინსტალაციის მოწყობა. ინსტალირებული იქნება თოვლის ბაბუას სახლის ცალკეული ნაწილები - ტელევიზორი, ბუხარი, შესასვლელი კარი, მაცივარი, საშობაო მინიატურული პარკი, ფასადი და დიდი ნაძვის ხე. საღამოს პროგრამაზე გათვალისწინებულია ჯგუფების, სალიოს, NEW ONE-სა და გუფი ლენდის მიერ მუსიკალური კომპოზიციების შესრულება. ერთ-ერთ საღამოს დიჯეი ნიკა J გააფორმებს. გარდა ამისა, კონცერტის მსვლელობისას დედაენის ბაღში განთავსდება დიდი ეკრანი რომელზეც გავა გრაფიკული ვიზუალი.
77 880 ლარია გათვალისწინებული დედაენის ბაღში კონცერტის, “საშობაო ზღაპრის” გასამართად, ანსამბლი რუსთავი და ღონისძიების სხვა მონაწილეები კი ორკესტრის თანხლებით შეასრულებენ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერებს. გარდა ამისა, განთავსდება დეკორაციული სცენა, ეკრანზე გავა ვიდეოინსტალაცია და შეიქმნება სხვადასხვა სპეცეფექტები. ამ მომსახურების გასაწევად თბილისის მერიამ ხელშეკრულება ა(ა)იპ თბილისის მუსიკალური ფესტივალების ცენტრთან გააფორმა.
შპს სონატა 73 ათას ლარად 31 დეკემბერს ვარდების მოედანზე გასამართი კონცერტის ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს. კონცერტში მონაწილეობას ვაჟთა გუნდი “მძლევარი”, ანსამბლი “უნისონი” და “Georgia Six” მიღებენ.
შპს არტარეა TV2.0-თან 66 783 ლარად გაფორმებული ხელშეკრულებით, 25 დეკემბერს, დედაენის ბაღში არტ სივრცის მოწყობა და ნინო ჩუბინიშვილის ფერადი ანგელოზებით მორთვაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, 25 დეკემბერს პარკში ქართველი დიზაინერებისა და არტისტების ხელნაკეთი საშობაო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. 26 და 27 დეკემბერს სტუმრების გართობა, მუსიკალური გაფორმება.
კიდევ ერთი ხელშეკრულება შპს არტარეა TV2.0-თან 18 969 ლარად გაფორმდა. ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 28 დეკემბრიდან (31 დეკემბრის გარდა) 2 იანვრის ჩათვლით, დედა ენის ბაღში მუსიკალური საღამოებია დაგეგმილი.
შპს კონსონანს პროდაქშენს, 19 დეკემებერს გაფორმებული 61 110 ლარიანი ხელშეკრულებით, 31 დეკემბერს ვარდების მოედანზე გასამართი გალა-კონცერტის შემოქმედებითი, ტექნიკური და ვიზუალური უზრუნველყოფა ევალება. ინდ. მეწარმე მირიან ხუხუნაიშვილს კი 66 250 ლარად გაფორმებული ხელშეკრულებით ქართველი კომპოზიტორების მიერ საახალწლო სიმღერების, მათი არანჟერების და პარტიტურების უზრუნველყოფა ევალება.
შპს თბილი-სინოპმა 35 700 ლარად ახალი წლის ღონისძიების ფარგლებში 28 დეკემბერს დედაენის ბაღში ჰიპ ჰოპის კონცერტის გამართვის ვალდებულება აიღო. ხელშეკრულების მიხედვით, კონცერტში წარმოდგენილი უნდა იყოს - რეპი, DJ, ბრეიქი და გრაფიტი. დაგეგმილია ამ ღონისძიებისთვის 10 ახალი არანჟირების შექმნა.
სპორტის სასახლეში 2017 წლის 2 იანვარს 5 ათასი სოციალურად დაუცველი და შშმ ბავშვისთვის საახალწლო მუსიკალური გასართობი შოუ უნდა გაიმართოს. ამ ღონისძიებებისთვის თბილისის მერიას შპს ბზიკები სტუდიოსთან 20 ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ღონისძებაში მონაწილეობას მიიღებს 150-ბავშვიან მსახიობთა დასი, აკრობატი ჟონგლიორები, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, ოჩო ფეხები, მულტფილმის გმირებმა და დიჯეი „ბზიკმენი“.
შპს ტრიკოლორთან გაფორმებული 17 110 ლარად ღირებული ხელშეკრულებით, აღმაშენებლის გამზირიზე ე.წ. საახალწლო მატარებლის მოწყობაა გათვალისწინებული. 26 დეკემბერს 8 867ლარად გაფორმებული ხელშეკრულებით კი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი - თბილისის თანამედროვე ბალეტსა და თბილისის “ბიგ-ბენდის” წარმოდგენა.
აღნიშნული მასალა შესყიდვების სამსახურის ვებგვერდზე 2016 წლის დეკემბერში ატვირთული ატვირთული ხელშეკრულებების საფუძველზე მომზადდა.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები