ხინჩაგაშვილისა და მალაყმაძის საქმის განხილვა 20 იანვრისთვის გადაიდო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 იანვირსთვის გადაიდო თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტების, შოთა ხინჩაგაშვილისა და მირიან მალაყმაძის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა. შსს ამტკიცებს, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, მათ კანონი დაარღვიეს.
სამართალდამცავები აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი ბოროტ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მოგვიანებით, 27 დეკემბერს, მათ კი კიდევ ერთი მუხლი, შეკრებისა და მანიფესტაციის წესის დარღვევა დაემატა, თუმცა, დღეს მხოლოდ 173-ე მუხლთან დაკავშირებული დარღვევის განხილვა გაიმართა, რაც შეეხება მანიფესტაციის წესის დარღვევას, ეს პროცესი 3 იანვრისთვისაა ჩანიშნული.
მოსამართლე მერი გულუშავილმა დღეს დაცვის მხარეს უარი უთხრა ამ ორი საქმის ერთ საქმედ გაერთიანებაზე. დღესვე, სასამართლო პროცესზე უყურეს აქციის დროს გადაღებულ ვიდეოებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პროცესზე ხინჩაგაშვილისა და მალაყმაძისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.
პოლიციელები ამბობენ, რომ 10 დეკემბრის აქცია ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან სანქცირებული არ იყო და აქტივისტები მათ მოთხოვნას "ბოროტად არ დაემორჩილნენ" და გზა მაინც გადაკეტეს. ადვოკატებმა სასამართლოზე მათ პასუხად თქვეს, რომ აქციაზე ბევრი ხალხი იყო, რამაც ბუნებრივად გამოიწვია მოძრაობის შეფერხება და ეს არ ყოფილა დაუმორჩილებლობა.
EMC-ის იურისტის, ანი ნასრაშვილის თქმით, რომელიც აქტივისტების ინტერესებს იცავს, აქციაზე იმდენად ბევრი ხალხი იყო, რომ შოთა ხინჩაგაშვილსა და მალაყმაძეს რომც სდომებოდათ უკან დახევა, ვერ დაიხევდა, რადგან ამაში ხელს ხალხის მასა უშლიდა:
"ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან დასტურდება, რომ აქციაზე მონაწილეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო აქციის ისე ჩატარება, რომ არ მომხდარიყო ტრანსპორტის სავალი ნაწილის დაკავება. შესაბამისად, ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადასულიყვნენ გზიდან, გამოიწვევდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას".
ნასრაშვილი მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და მათ 10 დეკემბერს გაუფრთხილებლად დააკავეს აქტივისტები.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები