საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებულს უზენაესმა სასამართლომ 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ სცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთაც შეუფარდა. ინფორმაცია On.ge-ს ადვოკატმა ციალა რატიანმა დაუდასტურა.
სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 25 მაისს, საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ სცნო და ამით ძალაში დატოვა 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. მაშინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ - ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.
2014 წლის 11 ნოემბერს ტრანსგენდერი საბი ბერიანი საკუთარ ბინაში მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა ბრალდებულსა და ბერიანს შორის შელაპარაკების დროს მოხდა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები