აფეთქებები ბაღდადში - დაღუპულია სულ მცირე 35 ადამიანი

ფოტო: Reuters
სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მანქანის აფეთქებას ბაღდადის გადატვირთულ მოედანზე. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სამსახურში მიმავალი მოქალაქეები გაჩერებაზე იმყოფებოდნენ. დაღუპულთა შორის 9 ქალია, რომლებიც მიკროავტობუსში ისხდნენ.
აფეთქებისას დაშავდა 62 ადამიანი.
ერთ-ერთმა ადგილზე მყოფმა დაზარალებულმა AP-ს განუცხადა, რომ ტერორისტი შეკრებილ მუშებთან მივიდა და დამსაქმებლად გაეცნო:
"მუშები მისი მანქანის გარშემო მოგროვდნენ და ამის შემდეგ დიდი აფეთქება მოხდა, ადამიანები ჰაერში აფრინდნენ".
მოგვიანებით ერაყის დედაქალაქში კიდევ მეორე აფეთქება მოხდა საავადმყოფოს მახლობლად, რასაც 3 ადამიანი ემსხვერპლა. ორივე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფოს ჯიჰადისტებმა აიღეს.
ბაღდადში 2 აფეთქება მოხდა ასევე შაბათს, 31 დეკემბერს, რომელსაც 28 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ISIS-მა განაცხადა, რომ ის იდგა ორივე აფეთქების უკან.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები