თიკო ბერძენიშვილი: GPB-ის დირექტორმა ცვლილებები პირველივე დღეს უნდა დაიწყოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატს, თიკო ბერძენიშვილს, თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში რამდენიმეპუნქტიანი გეგმის განხორციელება სურს. მისი თქმით, გეგმები საზოგადოებრივი მაუწყებლის ძირითად გამოწვევებს ემყარება. ბერძენიშვილი თავის ხედვაში ანგარიშვალდებულების, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრას, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მაუწყებლის მიმართ ნდობის ამაღლებასა და ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრებას გამოყოფს.
„ექვსივე გამოწვევა გამოსულია იმ პრობლემებიდან, რომელიც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებობს. ჩვენ ვცდილობდით ამ პრობლემებზე მუშაობას, ნაწილი უკვე ნაწილობრივ გაკეთებულია, ნაწილი ბოლომდეა მიყვანილი, რაღაც ნაწილში ხედვა არის შესაცვლელი, უფრო სწრაფად არის სამოქმედო გეგმა გასაწერი“, - თქვა ბერძენიშვილმა On.ge-სთან ინტერვიუში. ის მიიჩნევს, რომ მაუწყებლის დირექტორმა ცვლილებების განხორციელება პირველივე დღეს უნდა დაიწყოს.
ბერძენიშვილის მოსაზრებით, გამოცდილება მისი ძლიერი მხარეა. რამდენიმე წელია ის საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს, ბოლო 1 წლის განმავლობაში კი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს. როგორც ის ამბობს, ამ თანამდებობაზე მუშაობის დროს მან არაერთი რეფორმა განახორციელა:
„უპირატესობა არის ის, რომ, რა თქმა უნდა, ორგანიზაციის შიგნიდან ვარ კანდიდატი, რომელმაც რეალურად და რეალისტურად იცის ის გამოწვევები, რომელიც ორგანიზაციას აქვს... ის ცვლილებები, რაც ჩემს ბლოკში მოხდა, მათ შორი ადამიანური რესურსების კუთხით, თამამად შემიძლია ვთქვა, ძალიან გამართულად მუშაობს. იგივე მოდელის გადმოტანა შემიძლია მთელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.
ბერძენიშვილი გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას ასრულებს. ის არხის მედიის და კომუნიკაციების ბლოკის დირექტორია. 2011 წლიდან ბერძენიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში წამყვანის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მან ჟურნალისტური საქმიანობა 1997 წელს გაზეთ ქართულ ფილმში დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელე-რადიო კომპანია აუდიენციაში, ტელეკომპანია იმედში, არტ იმედში და სადაზღვევო საბროკერო კომპანია NLI LTD-ში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებთან სამეურვეო საბჭო გასაუბრებას ხვალ 4 იანვარს იწყებს. მანამდე On.ge ეცდება ყველა კანდიდატის ხედვები შემოგთავაზოთ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობა სულ 15 კანდიდატს სურდა, მათგან ბაჩუკი ბახტაძე კონკურსს სამეურვეო საბჭოს მიერ მათი დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გამოეთიშა. სამეურვეო საბჭოს 3 იანვრის კენჭისყრის შედეგებით კი, საბჭო გაესაუბრება თინათინ ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, ზაალ ანჯაფარიძეს, ნინო ზაუტაშვილსა და ნათია კუპრაშვილს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები