ზაუტაშვილი: სტრუქტურით, რომლითაც მაუწყებელი იმართება, ძნელია მართო რაიმე ორგანიზაცია
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, ნინო ზაუტაშვილი, მაუწყებლის პრობლემურ საკითხებად შენობას, მართვის სტრუქტურას, გუნდურობის ნაკლებობას, კანონმდებლობასა და პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას მიიჩნევს. მისი თქმით, მაუწყებლის დირექტორს გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმები უნდა ჰქონდეს.
როგორც ზაუტაშვილმა On.ge-ს განუცხადა, ის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, პირველ რიგში, კანონმდებლობაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაიწყებს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია რა პრობლემებს ხედავს, ან როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მისი თქმით, სტრუქტურით, რომლითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იმართება, „შეუძლებელია მართო რაიმე ორგანიზაცია“.
„2015 და 2016 წლის პროგრამული პრიორიტეტები რომ ვერ შესრულდა, ამისთვის მხოლოდ გენერალური დირექტორი გათავისუფლდა. საინტერესო იქნება და მე ამ კითხვას აუცილებლად დავუსვამ სამეურვეო საბჭოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, გარდა გენერალური დირექტორისა, ის ხომ მარტო არ აკეთებდა საქმეს,“ - აღნიშნა ზაუტაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ პროგრამული პრიორიტეტების კუთხით, არხს საბავშო-შემეცნებით, მუსიკალური და გასართობი პროგრამები აკლია.
კითხვაზე, რა გამოარჩევს მას თავისი კონკურენტებისგან, ზაუტაშვილი ასე პასუხობს: „ჩემი თვისებები, რომელიც მაქვს და ვერ შეიძენ ვერცერთ უმაღლეს სასწავლებელში, მათ შორის ჰარვარდის ჩათვლით. რაც არ უნდა კარგი მენეჯერული განათლება მიიღო, ადამიანი თუ არა ხარ ბუნებით ლიდერი და თუ სანდოობის მომენტს არ იწვევ, გამორიცხულია, რომ შენ შეძლებ გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც გაერთიანებული ძალებით გააკეთებს მნიშვნელოვან საქმეებს. ასეთი მონაცემები, რასაც მე ვხედავ, ამ კანდიდატებს შორის ვფიქრობ რომ მე მაქვს.“
გარდა ამისა, თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ზაუტაშვილი ონლაინ პლატფორმის შექმნას გეგმავს, სადაც საზოგადოების წარმომადგენელს საშუალება ექნებათ მაუწყებლის გენერალურ დირექტორს ეკონტაქტონ.
ნინო ზაუტაშვილი 1986-2002 წლებში სახელმწიფო ტელევიზიაში (ამდროინდელი საზოგადოებრივი მაუწყებელი) მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე, 2002-2009 წლებში ის იყო ტელეკომპანია იმედის შემეცნებითი და გასართობი გადაცემების მთავარი პროდიუსერი და წამყვანი. ზაუტაშვილმა 2009 წელს მუშაობა ისევ საზოგადოებრივ მაუწყებელში გააგრძელა, გადაცემა სამოთხის ვაშლების წამყვანის პოზიციაზე, სადაც 2014 წლამდე იმუშავა. 2013 წლის სექტემბრიდან ის არის გადაცემა რეალური სივრცის ავტორი და წამყვანი.
ზაუტაშვილის გარდა სამეურვეო საბჭო კიდევ 4 კანდიდატს - ნათია კუპრაშვილს, თინათინ (თიკო) ბერძენიშვილს, ვასილ მაღლაფერიძესა და ზაალ ანჯაფარიძეს გაესაუბრება. სწორედ მათ მოახერხეს გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასვლა.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები