დამატებითი დეტალები ახალი წლის ღამეს სტამბოლში მომხდარი ტერაქტის შესახებ
გამოძიების მიხედვით, ახალი წლის ღამეს სტამბოლში, ღამის კლუბ რეინაში მომხდარი ტერაქტის მოწყობაში ბრალდებული თურქეთში სირიიდან ჩავიდა. სამართალდამცავები თავდამსხმელს უკვე მესამე დღეა ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. თურქული მედიის ცნობით, მისი ჩასვლის ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ცნობილია ის, რომ 22 ნოემბერს ცენტრალური ანატოლიის პროვინციაში, კერძოდ კონიაში იმყოფებოდა, მანამ სანამ სტამბოლში ჩავიდოდა.
თურქეთის უშიშროების სამსახურმა თავდასხმაში ბრალდებულის ფოტოები გამოაქვეყნა.
Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, კონიაში იგი თავის ცოლთან და ორ შვილთან ერთად ჩავიდა, სადაც სახლი იქირავა. თავდამსხმელის ცოლის თქმით, ტერაქტის შესახებ მან ტელევიზიით შეიტყო და არც იმის შესახებ იცოდა, რომ მისი ქმარი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.
თურქული მედიის ცნობით, ღამის კლუბზე თავდასხმა ახალი წლის დადგომიდან მალევე, 01:20 საათზე მოხდა. თავდამსხმელი კლუბთან ტაქსით მივიდა და ცეცხლი პირველად ჯერ დაცვის თანამშრომლებს გაუხსნა, რომლებიც შეუიარაღებელნი იყვნენ, შემდეგ კი სროლა შიგნით გააგრძელა. მოგვიანებით, DJ-ის კაბინაში 120-დან 180-მდე ტყვია იპოვეს.
კლუბის ერთ-ერთი DJ Hurriyet Daily News-თან იმ სცენას იხსენებს, როდესაც თავდამსხმელი კლუბში შეიჭრა. იგი ჰყვება, რომ თავდასხმის დროს კაბინაში იმალებოდა:
"დაახლოებით 1:17 წუთზე მომწერა ჩემმა მეგობარმა გოგომ და მეც ვაპირებდი პასუხის გაცემას, ამიტომ დავიმახსოვრე ეს დრო. კლუბში 700-800 ადამიანი მაინც იქნებოდა. ხალხი ცეკვავდა და ერთობოდა, შემდეგ კი, გასროლის ხმა გავიდე. პანიკაში ჩავვარდით. DJ-ის კაბინასთან ძალიან ვიწრო სივრცეა. ჩემმა მეგობარმა ხელი მომკიდა და იქ ჩამაგდო, თან პირზე ხელი ამაფარა რომ ხმა არ ამომეღო. თავდამსხმელის ფეხის ნაბიჯებს და სუნთქვას ვგრძნობდი. მან კიდევ ერთხელ დაიწყო სროლა და სულ ჯამში, ოთხჯერ დატენა იარაღი. ღმერთს ვთხოვდი, რომ ეს უკანასკნელი ყოფილიყო. სროლა არ წყდებოდა. იგი მარტო იყო და მასთან ერთად სხვა თავდამსხმელი არ ყოფილა".
ტერაქტის შემდეგ მუშაობა შეაჩერა სტამბოლის პოპულარულმა ღამის კლუბებმა, უსაფრთხოების ზომები კი გაიზარდა ტურისტულ ადგილებში.
მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ისლამურმა სახელმწიფომ.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები