ირანიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, 2016 წელს 485%-თ გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ირანიდან შემოსული საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი განსაკუთრებით, ანუ 485%-ით გაიზარდა და გამეორდა 2012 წლის რეკორდი, როდესაც, ირანიდან საქართველოს 90 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა.
აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საქართველომ ირანთან უვიზო რეჟიმი 2016 წლის ზამთარში აღადგინა.
საქართველოს ირანთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან ჰქონდა, თუმცა 2013 წელს, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ეს შეთანხმება შეჩერდა. მას შემდეგ, რაც 2013 წელს ირანის მოქალაქეებს უვიზოდ შემოსვლა შეეზღუდათ, საქართველოში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობამ კლება დაიწყო, 2015 წელს კი, ეს რიცხვი 25 ათასამდე შემცირდა.
ტურიზმის სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში შემომსვლელთა რაოდენობა გაზრდილია შემდეგი ქვეყნებიდანაც:
- ინდოეთი (+199%),
- საუდის არაბეთი (+116%),
- ფილიპინები (+89%),
- ომანი (+75%)
- ჩინეთი (+46%)
ტურიზმის სააგენტო 2016 წელს, საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეულს აქვეყნებს და ესენია:
- აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%),
- სომხეთი 1 496 246 (+1.9%),
- თურქეთი 1 254 089 (-9.9%),
- რუსეთი 1 037 564 (+12.0%)
- უკრაინა 172 631 (+21.8%)
ასევე, ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, მათ შორის ლატვიდან, ლიტვიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან და გერმანიიდან.
რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ, წლის განმავლობაში პირველად, მილიონ ადამიანს გადააჭარბა და 1 037 564 შეადგინა.
თურქეთში განვითარებულმა მოვლენებმა ტურისტების ნაკადის კლება გამოიწვია და წელს, დაახლოებით 140 000 მოგზაურით ნაკლები შემოვიდა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2016 წელს, 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა საქართველოში, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია, ანუ მათი რაოდენობა 7,6 პროცენტით გაიზარდა.
სააგენტოს განმარტებით, მათ შორის იმ ტურისტების რაოდენობა, რომლებიც 24 საათი და მეტი გაჩერდნენ ქვეყანაში, 19 პროცენტით გაიზარდა და 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,7 მილიარდ (1 684 914 617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7 პროცენტი), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7,3 პროცენტი შეადგინა.
2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 479 633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, მაჩვენებელი 10,1 პროცენტით გაიზარდა.
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
კომენტარები