ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ზეგავლენა არ არის
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატი, ვასილ მაღლაფერიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ, ხელისუფლების მხრიდან, ზეწოლა არ ხორციელდება. ამის შესახებ მან სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე ისაუბრა.
„დღეს, ჩემი ხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განიცდის არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას. მიუხედავად ამისა, სრულად ვერ სრულად ასრულებს იმ ფუნქციას, რაც არის საზოგადოების მოთხოვნილება. ხელისუფლება თუ მოინდომებდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა ტელევიზია გადაექცია საკუთარ რუპორად ეს იქნებოდა ფუჭი მცდელობა,“ - აღნიშნა მაღლაფერიძემ.
მაუწყებელზე ზეწოლა და საზოგადოების ნდობა იყო პირველი საკითხი, რომელზეც მაღლაფერიძემ საკუთარ ხედვებზე საუბარი დაიწყო. მისი თქმით, ხშირად ისმის ხოლმე აზრი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს ჩართული კონკურენციაში სხვა ტელევიზიებთან. მიაჩნია, რომ სწორად ამგვარმა მიდგომამ შეაფერხა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება.
„საუბარი იმის შესახებ, რომ პოლიტიკურად დამოუკიდებელია ტელევიზია, მაგრამ მას რეიტინგი არ აქვს და კარგია - ის ვერ ასრულებს მაშინ ის თავის ფუნქციას. ერთადერთი საზომი მისი დამოუკიდებლობისა იქნება ნდობის ამაღლება,“ - განმარტა დირექტორობის კანდიდატმა, რომელსაც მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა ამუშავდეს მძლავრი ინფორმაციული ცენტრი. რაც გულისხმობს ინფორმაციის საწყის ეტაპზე სააგენტოში, შემდეგ რადიოში უფრო გვიან ტელევიზიაში გავრცელებას.
ნეიტრალურობას და დამოუკიდებლობას შეეხო სამეურვეო საბჭოს წევრის ქეთი მსხილაძის შეკითხვაც. მან მაღლაფერიძეს გამოცდილებიდან გამომდინარე ჰკითხა, როგორ შეძლებდა საკუთარი თავის დარწმუნებას, რომ არის აბსოლუტურად ობიექტური.
„არაფრის დაძლევას და გადაძლევას არ ვაპირებ, ჩემი წარსული არ არის დანაშაული. GDS იყო ერთ-ერთი გაწონასწორებული. აგერ არის მარეგულირებელი კომისიის დასკვნები და შეგიძლიათ შეადაროთ ნებისმიერ სხვა ტელევიზიას. მეცხრე არხი პოლიტიკური აზრით იყო შექმნილი და მე მგონია დღესაც, რომ ეს იყო აუცილებელი... ვიმუშავეთ სტანდარტებით, როგორც ჩვენ სინდის და პროფესიონალიზმს შეეფერებოდა... როცა მორჩა არჩევნები მე გამარჯვებულ არხის ტელევიზიაში კი არ დავრჩი,“ - უპასუხა მაღლაფერიძემ, რომელმაც მანამდე აღნიშნა, რომ GDS-ზე საინფორმაციო პროგრამა კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე შეიქმნა.
სხვა საკითხები, რასაც მაღლაფერიძე გასაუბრებაზე შეეხო მაუწყებელში ჩასატარებელი ინვენტარიზაცია, შესაძლემლობებისა და მდგომარეობის გაგება, ახალი შენობისა და ტექნიკური ბაზით აღჭურვა და ინტერნეტპლატფორმის გაძლიერება იყო.
ვასილ მაღლაფერიძე, CV-ის მიხედვით, ამ ეტაპზე უმუშევარია, ბოლოს კი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში გადაცემა 2030-ის გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა. მისი მედიაში მუშაობა ტელეკომპანია GDS-ით არ შემოიფარგლება. სხვადასხვა დროს იყო TV9-ის, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ოჯახს ეკუთვნის, დირექტორის მოადგილე, ჟურნალ კალმასობა-ს მთავარი რედაქტორი, გაზეთ „კავკასიონის“ დამფუძნებელი, რედაქტორი და მთავარი კონსულტანტი. გარდა ამისა, 2 მოწვევის პარლამენტის წევრი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გუბერნატორი და სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
სამეურვეო საბჭო უკვე გაესაუბრა დირექტორობის 4 კანდიდატს. ახლა კი ნინო ზაუტაშვილს ესაუბრება.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები