მეცნიერებმა რადიოტალღების მონსტრული ამოფრქვევა დააფიქსირეს: გამომწვევი მიზეზი უცნობია
მეცნიერებმა ისტორიაში პირველად სხვა გალაქტიკიდან წამოსული რადიოტალღების საოცრად ინტენსიური, დამაბრმავებლად კაშკაშა ანთება პირდაპირ დააფიქსირეს. გასაკვირია, რომ ამ შთამბეჭდავ კოსმოსურ რადიო მნათობს მოკრძალებული წარმომავლობა აქვს - ასე გვეუბნება სამი ახალი კვლევა.
ამ მოვლენას შემოკლებით FRB-ს უწოდებენ, რომელიც იშიფრება როგორც Fast Radio Burst (სწრაფი რადიო ამოფრქვევა). სინათლის ასეთი გაელვებები 2007 წელს აღმოაჩინეს და მიუხედავად იმისა, რომ მათი ხანგრძლივობა ერთ წამსაც არ უტოლდება, ისინი იმაზე მეტ ენერგიას ასხივებენ, ვიდრე მზე გამოასხივებს 10 000 წელიწადში. ჯერჯერობით თვრამეტი ასეთი FRB აღმოაჩინეს, მაგრამ მეცნიერების შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი ანთება ცაში ყოველ ათ წამში ერთხელ ხდება.
რა კოსმოსურ მოვლენას შეუძლია რადიოტალღების ასეთი ინტენსიური ანთება გამოასხივოს? ეს კვლავ უცნობია, მაგრამ ერთ-ერთი ასეთი რადიოამოფრქვევის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენით, მეცნიერებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს პასუხის მისაღებად. ახალი კვლევა გვიჩვენებს, რომ ამოფრქვევა, სახელად FRB 121102, წარმოიქმნა დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მყოფ ჯუჯა გალაქტიკაში - ვარსკვლავების კოლექციის ბევრად მცირე გალაქტიკაში, ვიდრე ჩვენი ირმის ნახტომია.
გასაოცარი წყარო
„ის ფაქტი, რომ FRB 121102 წარმოიქმნა ჯუჯა გალაქტიკაში, ცოტა მოულოდნელი იყო. წარმოდგენა არ გვქონდა, რას ველოდით, მაგრამ გაოცებული დავრჩით იმ ფაქტით, რომ ეს ეგზოტიკური წყარო ძალიან პატარა და მკრთალი გალაქტიკიდან მოდიოდა.“ - აცხადებს ჩეს ბასა, ასტრონომი ნიდერლანდების რადიოასტრონომიის ინსტიტუტიდან და სამი კვლევიდან ერთ-ერთის თანაავტორი.
ამ საოცარმა კვლევამ შეიძლება მოგვცეს ამ რადიოამოფრქვევების წყაროს შესახებ ინფორმაცია. „მეცნიერი ჩვეულებრივ ელის, რომ FRB-ების უმეტესობა დიდი გალაქტიკებიდან მოდის, რომლებშიც ბევრი მნათობი და ნეიტრონული ვარსკვლავია. ამ ჯუჯა გალქტიკას ბევრად ნაკლები ვარსკვლავი აქვს, თუმცა ვარსკვლავების შექმნის პროცესი ძალიან მაღალ ტემპში მიმდინარეობს, რის საფუძველზეც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ FRB-ები დაკავშირებულია ახალგაზრდა ნეიტრონულ ვარსკვლავებთან. [ნეიტრონული ვარსკვლავები მკვრივი ობიექტებია, რომლებიც წარმოიქმნება, როცა ვარსკვლავი აფეთქდება და დარჩენილი მატერია თავის თავში კოლაფსირდება] - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი.
რთული საგნები
რადგანაც FRB-ები ძალიან სწრაფად ჩნდებიან და ქრებიან ღამის ცაზე, მათი შესწავლა უკიდურესად რთულია. ტელესკოპი უკვე უნდა უყურებდეს ცის იმ რეგიონს, სადაც ნათება გამოჩნდება, რათა დაინახოს, მაგრამ მოვლენა იმდენად ხანმოკლეა, რომ ვერ ხერხდება სხვა ტელესკოპებისთვის მინიშნება, რომ მათაც მიმართონ თავიანთი "თვალები" წყაროსკენ. თუმცა FRB 121102 უნიკალურია, რადგან ის განმეორებადია. ეს რადიოამოფრქვევა პირველად 2012 წლის ნოემბერში დააფიქსირეს არესიბოს ობსერვატორიიდან (პუერტო რიკო), 2016 წელს კი იგივე ამოფრქვევა ცხრაჯერ დაიჭირეს VLA (Very Large Array)-ს დახმარებით ნიუ-მეხიკოდან.
დამატებითი დაკვირვებებში ევროპელი მეცნიერებიც მონაწილეობდნენ გერმანიაში განლაგებული 100-მეტრიანი რადიოტელესკოპით. ამგვარად, თანდათან შეავიწროვდა ამ რადიოანთებების სავარაუდო წყარო. 8-მეტრიანი ჯემინის სამხრეთული ტელესკოპით (ჰავაი) კი საბოლოოდ დადგინდა, რომ FRB მოდიოდა 3 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით მდებარე ჯუჯა გალაქტიკიდან. FRB 121102-ის განმეორებითი გამოჩენა მკლევარებს დამატებით ინფორმაციას მიაწვდის: თუ ნათებებს ნეიტრონული ვარსკვლავი იწვევს, მაშინ კვლავ უნდა ველოდეთ ამოფრქვევის განმეორებას. მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავები, რომლებიც სინათლის ნაწილაკებს ასხივებენ, ინთებიან და ქრებიან შუქურის ეფექტის გამო: სხივი მთელ დედამიწას გადაევლება, როგორც კი პულსარი მობრუნდება დედამიწისკენ. ეს კი რეგულარული სიხშირით ხდება. ასტრონომები ამჟამად FRB 121102-ს რადიო, ოპტიკური, რენტგენული და გამა სხივების ტელესკოპებით სწავლობენ.
მკვლევარმა ტენდულკარმა აღნიშნა, რომ ჯუჯა გალაქტიკებში შეიძლება სხვა ექსტრემალური მოვლენებიც ხდებოდეს: ხანგრძლივი გამა ანთებები (მაღალი ენერგიის სინათლის ძალიან კაშკაშა ანთებები) და ზეკაშკაშა ზეახლები (იგივე სუპერნოვა - კაშკაშა აფეთქებული ვარსკვლავი), მაგრამ ასე მარტივადაც არ არის საქმე. ზოგიერთი ავტორი ვარაუდობს, რომ FRB 121102-ის განმეორებადი ბუნება შეიძლება მიუთითებდეს, რომ ის სხვა ცნობილი FRB-ებისგან განსხვავდება. FRB 121102 არ არის მარტო. მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს რადიოტალღების ძლიერი წყარო ცის ამავე არეალში. მტკიცებულების მიხედვით, ეს რადიოტალღები ერთმანეთთანაა დაკავშირებული: ისინი შეიძლება ერთი წყაროდან მოდიოდნენ.
დაკვირვება ამ მოვლენაზე გრძელდება. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
კომენტარები