რესპუბლიკური პარტიის წევრები რუსეთის მიმართ ტრამპის პოზიციებს არ იზიარებენ
ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სადაზვერვო სამსახურების დასკვნას ნოემბრის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ეჭვქვეშ აყენებს. გასულ კვირას ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ მოსკოვს ჰაკერული თავდასხმების საპასუხოდ სანქციები დაუწესა და ქვეყნიდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა. დაზვერვის ინფორმაციით, მოსკოვი აშშ-ს დემოკრატიული პარტიის კომპიუტერებში შეღწევასა და მოპარული ინფორმაციის შერჩევით გამოყენებას შეეცადა, რათა არჩევნებზე გავლენა მოეხდინა. რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი კრემლის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას ითხოვს. 5 იანვარს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა და შეირაღებული ძალების კომიტეტები „ამერიკულ დემოკრატიაზე [რუსეთის] უსირცხვილო თავდასხმის“ განსახილველად შეიკრიბნენ.
შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე სახელგანთქმული რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინია. 4 იანვარს მაკკეინმა განაცხადა, რომ ჰაკერული შეტევების შემოქმედი რუსეთია და საჭიროა, პასუხი აგოს. მან რუსეთის ჰაკერულ თავდასხმას „ომის აქტი“ უწოდა.
ამასობაში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი რუსეთის ლიდერის ქებას განაგრძობს. ტრამპმა პუტინს ამერიკის სანქციების უპასუხოდ დატოვების გამო "გამჭრიახი" უწოდა. 4 იანვარს , ტრამპმა ტვიტერზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კიბერ-შეტევების უკან, შესაძლოა, ნებისმიერი აქტიორი იდგეს და რომ კლინტონის საარჩევნო შტაბი უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო.
"ამერიკის პროგრესის ცენტრის" ექსპერტის, ბრაიან კატულისის თქმით, ტრამპის მიერ რუსეთის და პუტინის მტკიცედ დაცვა მომავალ პრეზიდენტს სხვა ამერიკელი პოლიტიკოსებისაგან მკვეთრად გამოარჩევს.
„რესპუბლიკელი კონგრესმენები რუსეთის ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე ის, რისი გამოძიებაც ობამამ სადაზვერვო სამსახურებს დაავალა. საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ რუსეთის როლისა და ჩარევის გამო შეშფოთება დიდია. არჩეულ პრეზიდენტს კი ქვეყნაში გავრცელებული აზრისაგან თავი შორს უჭირავს“, - ამბობს კატულისი
ჯონ მაკკეინი, რომელიც 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა, რუსეთის დაგმობას არ ერიდება.
„კონგრესი იმუშავებს, რათა სანქციები გავამკაცროთ და მომავალში აშშ-ზე მსგავსი შეტევები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა მაკკეინმა, რომელიც აღმოსავლეთი პარტნიორობისა და ბალტიისპირა ქვეყნებში სტუმრობის შემდეგ ვაშინგტონში დაბრუნდა.
მაკკეინმა და სენატორმა ლინდსი გრემმა მსგავსი განცხადება ევროპაში ყოფნის დროსაც გააკეთეს. მაკკეინმა იმაზეც მიანიშნა, რომ აღნიშნული საკითხის გასატანად კონგრესი ტრამპთან ბრძოლას აპირებს.
„გვსურს, ვიმუშაოთ მომავალ პრეზიდენტთან, თუმცა ამავე დროს, ჩვენი, როგორც კანონმდებლების პასუხისმგებლობაა, ვუპასუხოთ შეერთებულ შტატებზე თავდასხმას“ , - განაცხადა მაკკეინმა.
ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ტეხასელი მენავთობე რექს ტილერსონი წარადგინა. მას პუტინთან ახლო კავშირები აქვს. უცნობია, რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, დაუჭერენ თუ არა სენატორები ტილერსონის კანდიდატურას მხარს.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები