მეცნიერები: რელიგია ისევე მოქმედებს ტვინზე, როგორც ნარკოტიკები
ახალი კვლევის შედეგების მიხედვით, რელიგიური ცხოვრების გამოცდილება ისევე მოქმედებს ტვინზე, როგორც ნარკოტიკები.
იუტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით შეისწავლეს კვლევაში მონაწილე 19 მორწმუნე მორმონი. მეცნიერები აკვირდებოდნენ კვლევაში მონაწილეების ტვინებს, სანამ ისინი ისვენებდნენ, კითხულობდნენ ბიბლიას, ლოცულობდნენ და ა.შ;
მკვლევარებმა სპეციალურად შეარჩიეს ახალგაზრდა მორმონები - შვიდი ქალი და 12 კაცი, რომლებიც მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი წლის განმავლობაში იყვნენ მისიონერული საქმით დაკავებულნი.
ტვინში მიმდინარე მოქმედებებზე დაკვირვებისას მეცნიერებმა შენიშნეს, რომ სულიერი გრძნობებისა და აზრების მოძალებისას ტვინის ზოგიერთი რეგიონი უფრო მეტად აქტიურდებოდა და ნათდებოდა.
ტვინის ეს რეგიონები იდენტურია იმ ნაწილებისა, რომლებიც წარსულში ჩატარებული კვლევის დროს აქტიურდებოდა, როდესაც მონაწილეები უსმენდნენ მუსიკას, განიცდიდნენ სიყვარულს და იღებდნენ რეკრეაციულ ნარკოტიკებს.
ტვინის ეს ნაწილები, ანუ Nucleus Accumbens ცნობილია, როგორც ტვინის წამახალისებელი ცენტრი. ის აკონტროლებს მიდრეკილებებს და ამავდროულად დოპამინის, სიამოვნების ჰორმონის გამოყოფაში დიდ როლს ასრულებს.
"როგორც ჩანს, ტვინის ეს სფეროები ჩართულია რელიგიურ და სულიერ პროცესებშიც. ამის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ რელიგიური ნეირომეცნიერება ჯერ კიდევ ახალი სფეროა. ძალიან ცოტა კვლევაა ამ კუთხით ჩატარებული, ჩვენი კი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Nucleus Accumbens-ის გააქტიურება დააფიქსირა“, - განმარტავს კვლევის ხელმძღვანელი ნეირორადიოლოგი დოქტორი ჯეფრი ანდერსონი.
"რელიგიას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს სოციალურ ქცევასა და ცხოვრებაზე. ჯერჯერობით, ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ტვინში რელიგიური გრძნობების განცდის დროს. ამ კრიტიკულ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ბევრი კვლევის ჩატარებაა საჭირო“, - ამბობს ანდერსონი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები