სტივენ ჰოკინგი: ჩვენს პლანეტას ყველაზე საშიში პერიოდი უდგას
როგორც თეორეტიკოსმა ფიზიკოსმა კემბრიჯიდან, მე ვიცხოვრე განსაკუთრებულად პრივილეგირებულ რეალობაში. კემბრიჯი, ეს არაჩვეულებრივი ქალაქი, მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ცენტრია. მეცნიერების ის ჯგუფი კი, რომლის ნაწილიც სტუდენტობის შემდგომ წლებში გავხდი, კიდევ უფრო დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ამ სამეცნიერო წრეში, საერთაშორისო თეორეტიკოსი ფიზიკოსების მცირე ჯგუფი, რომლის ნაწილიც მე ვიყავი და ვისთან ერთადაც ჩემი სამუშაო ცხოვრება გავატარე, ხანდახან საკუთარი თავების მწვერვალად წარმოჩენის ცდუნების ქვეშ ექცეოდნენ. ამას გარდა, პოპულარობით, რომელიც ჩემმა წიგნებმა მომიტანა და იზოლაციით, რომელიც ავადმყოფობამ გამოიწვია, ვგრძნობდი რომ ჩემი სპილოს ძვლის კოშკი სიმაღლეში იზრდებოდა.
ასე რომ, ბოლო დროის აშკარა უარყოფა ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ელიტების მხრიდან, თუ ვინმესკენ იყო მიმართული, ერთ-ერთი მე ვარ. ჩვენ რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ბრიტანელი ამომრჩევლის გადაწყვეტილებაზე, ევროკავშირიდან გასვლის შესახებ და ამერიკის არჩევნების შედეგებზე, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით, ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო საზოგადოების ბრაზი, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ ისინი საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.
ეს იყო მომენტი, როდესაც მივიწყებულებს საუბრის საშუალება მიეცათ, მათ საკუთარი ხმები იპოვეს, რომლითაც უარყვეს ელიტისა და ექსპერტების რჩევები.
უარყოფილებს შორის, გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ. ბრექსითამდე მე გავაფრთხილე ამომრჩეველი, რომ ეს გადაწყვეტილება დააზარალებდა სამეცნიერო კვლევებს ბრიტანეთში, ეს არჩევანი იქნებოდა ნაბიჯი უკან და ამომრჩეველმა, ან სულ მცირე მისმა პროპორციულად მნიშვნელოვანმა ნაწილმა, უბრალოდ არ მიიღო ჩემი რჩევა, ისევე როგორც, მათ არ გაითვალისწინეს ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის, ხელოვანების, მეცნიერების, ბიზნესმენების და პოპულარული ადამიანების რჩევები.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი (ამ ორი არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვანიც კი) ის არის, თუ როგორი რეაქცია ექნება ელიტას ამ შედეგებზე.
ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნება, თუ ვერ შევძლებთ დამდგარი მოცემულობის მიღებას, სირაქლემის პოზაში ჩავდგებით და ზურგს ვაქცევთ საზოგადოების არჩევანს. ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ის როგორც უბრალოდ პოპულიზმის ანარეკლი.
ის შეშფოთება, რომლებიც ამ შედეგებს ახლდა, გლობალურ ეკონომიკურ შედეგებთან და ტექნოლოგიური განვითარების სიჩქარეთან დაკავშირებით, სავსებით გასაგებია.
საწარმოების ავტომატიზაციამ უკვე გამოიწვია სამუშაო ადგილების შემცირება. ხელოვნური ინტელექტის განვითარება სავარაუდოდ კიდევ უფრო გაზრდის საშუალო კლასის უმუშევრობას, ადამიანებს დარჩება მხოლოდ ყველაზე კრეატიული, მზრუნველობითი ან მენეჯმენტის ფუნქციები.
უკვე მოცემული ეკონომიკური უთანასწორობა კიდევ უფრო სწრაფად დაიწყებს ზრდას. ინტერნეტი და პლატფორმები, ადამიანებს მისცემს საშუალებას მიიღონ დიდი მოგება და დაიქირავონ ძალიან ცოტა ადამიანი. ამას ვერ გავექცევით, ეს არის პროგრესი და გარდაუვალია, თუმცა სოციალურად დამანგრეველი.
ეს მოვლენები უნდა გავიაზროთ ფინანსური კრიზისის ფონზე, როცა ფინანსურ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა მცირე ჯგუფს შეუძლია საოცრად დიდი მოგება მიიღოს, მაშინ როცა სხვა ადამიანები მათ წარმატებას საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ.
რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც ზრდის და არ ამცირებს სოციალურ უთანასწორობას, რომელშიც ადამიანები ვეღარ ახერხებენ საარსებო წყაროს მოძიებას.
ეჭვგარეშეა, ისინი ეძებენ ახალ გამოსავალს, რომელსაც შესაძლოა ტრამპი და ბრექსითი წარმოადგენენ.
სუბსაჰარულ აფრიკაში უფრო მეტნი არიან ისინი, ვისაც მობილური ტელეფონები აქვთ, ვიდრე ისინი, ვისაც სუფთა წყალი აქვთ.
ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ინტერნეტისა და სოციალური მედიის გლობალური გავრცელების კიდევ ერთი უნებლიე შედეგია ის, რომ სოციალური უთანასწორობის რეალური სახე, კიდევ უფრო აშკარა გახდა და ღიად ჩანს, ვიდრე ეს აქამდე იყო.
მაგალითად ჩემთვის, კომუნიკაციისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განმათავისუფლებელი და პოზიტიური იყო. მის გარეშე, ბოლო წლების განმავლობაში მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებდი.
თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ უმდიდრესი ადამიანების ცხოვრების ყველაზე წარმატებული მხარეები ხილული ხდება ყველასთვის, მათ შორის ღარიბებისთვის, თუ მათ მობილურ ტელეფონი და ინტერნეტთან წვდომა აქვთ. ხოლო სანამ ასეთი ადამიანები აფრიკაში უფრო მეტნი იქნებიან, ვიდრე ისინი, ვისაც სუფთა წყალი აქვთ, ამ პლანეტაზე ვერავინ გაექცევა უთანასწორობას.
ჩემთვის, ამ საკითხის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ისაა, რომ, ჩვენს ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა ადამიანების ერთიანობა. ჩვენს წინაშე არსებობს ძლიერი გამოწვევები: კლიმატის ცვლილებები, საკვების წარმოება, ჭარბი მოსახლეობა, სახეობების გადაშენება, ეპიდემიური დაავადებები, ოკეანეების მჟავად გადაქცევის პროცესი და ა.შ.
ერთდროულად, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში, ყველაზე სახიფათო პერიოდში ვართ. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია იმ პლანეტის დანგრევა, რომელშიც ვცხოვრობთ, თუმცა ჯერ არ შეგვიქმნია საშუალება, მისგან თავის დასაღწევად.
შესაძლოა, რამდენიმე ასეულ წელიწადში, სხვადასხვა პლანეტებზე ადამიანების მიერ კოლონიები იყოს გაშენებული, მაგრამ ახლა მხოლოდ ერთი პლანეტა გვაქვს, და ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ, მის გადასარჩენად.
ამისთვის, ჩვენ გვჭირდება ერებს შორის ბარიერების დანგრევა და არა მათი აშენება. თუ გვსურს, რომ ეს შანსი მოვიპოვოთ, ამისთვის მსოფლიოს ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ და აღიარონ, რომ ისინი ბევრჯერ შეცდნენ. რესურსების ისეთი კონცენტრაციით, რომელიც ადამიანების მცირე ჯგუფის ხელშია კონცენტრირებული, ჩენ უნდა ვისწავლოთ, რომ აუცილებელია ეს რესურსები გავუზიაროთ მეტს, ვიდრე ახლა.
ქრება არა მხოლოდ სამსახურები, არამედ მთელი ინდუსტრიები. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რომ გადამზადდნენ ახალი სამყაროსთვის და დავეხმაროთ მათ ფინანსურად, სანამ ისინი ამას გააკეთებენ. თუ საზოგადოებებსა და ეკონომიკას არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ მიგრაციის ახლანდელ მდგომარეობას, მაშინ ჩვენ უნდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი, რომ წავახალისოთ გლობალური განვითარება. ეს არის ერთადერთი გზა, რომ მილიონობით მიგრანტმა საკუთარი მომავალი სახლი იპოვოს.
ჩვენ ეს შეგვიძლია. მე დიდი ოპტიმისტი ვარ, თუმცა ეს მოითხოვს, რომ ელიტებმა, ლონდონიდან ჰარვარდამდე და კემბრიჯიდან ჰოლივუდამდე, სწორად მიიღონ გასული წლის გაკვეთილები და რაც ყველაზე მთავარია - ისწავლონ თავმდაბლობის მნიშვნელობა.
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
კომენტარები