როგორ ვაკონტროლოთ დაბერების პროცესი
მოლეკულურმა ბიოლოგმა, ელიზაბეთ ბლექბარნმა ნობელის პრემია მიიღო თავის კვლევაში, რომელიც ტელომერებს ეხებოდა- სტრუქტურებს ქრომოსომების წვეროებზე, რომლებიც უმთავრეს როლს თამაშობენ უჯრედის დაბერებაში. თუმცა, მისი იმედგაცრუება გამოიწვია იმან, რომ მისი ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილები სამეცნიერო წრეებს მიღმა არ აღწევდა და მხოლოდ აკადემიური განათლების მქონე ადამიანებს შეეძლოთ მისი გაგება.
ამიტომ ფსიქოლოგ ელისა ეპელთან ერთად, მან თავისი კვლევები ახალ წიგნში გამოაქვეყნა, რომელიც გათვლილი იყო ფართო საზოგადოებაზე - მან წარმოადგინა მეცნიერული დასკვნა, რამაც შესაძლოა მკითხველებს მოტივაცია მისცეს, რომ არ მოწიონ, იკვებონ ჯანსაღად, იძინონ საკმარისად, ივარჯიშონ რეგულარულად და შეამცირონ სტრესი. „ტელომერის ეფექტის“ (The Telomere Effect), რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, არის ის, რომ შენ იმაზე ბევრად მეტი კონტროლი გაქვს დაბერების პროცესზე, ვიდრე წარმოგიდგენია. ავტორთა თქმით, რომელიც ათასობით კვლევის განხილვაზეა დაფუძნებული, რეალურად, შენ შეგიძლია გაახანგრძლივო შენი ტელომერები - და ალბათ, სიცოცხლეც - ჯანმრთელობის შემდეგი რჩევებით.
„ტელომერები გისმენენ, ისინი უსმენენ შენს ქცევებს, შენი გონების მდგომარეობას“ - ამბობს ბლექბარნი.
ტელომერები დევს დნმ-ის ხვეულების ბოლოზე, როგორც დამცავი ქუდები ფეხსაცმლის თასმებზე. უხეში ცხოვრების სტილისგან გამოწვეული სტრესი შეამოკლებს ამ ქუდებს, რის გამოც, მაღალი ალბათობით, უჯრედები შეწყვეტენ გაყოფას და საბოლოოდ დაიხოცებიან.
ავტორთა თქმით, ძალიან ბევრი ასეთი დაბერებული უჯრედები აჩქარებს ადამიანის დაბერებას. ეს არ იწვევს რამე კონკრეტულ დაავადებას, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ ეს დააჩქარებს იმის მოხდენას, რაც შენს გენებშია ჩაბეჭდილი - ანუ თუ მიდრეკილი ხართ გულის დაავადებისკენ, ბევრად უფრო ახალგაზრდას დაგემართებათ, თუ ტელომერები მოკლეა.
„ჩვენ შეგვიძლია ტელომერების მეცნიერების დახმარებით უზრუნველვყოთ სპეციფიკურობის სრულიად ახალი დონე და ვუთხრათ ხალხს უფრო განსაზღვრულად, ზუსტად რა ვარჯიში, ძილის ასპექტები და საკვები უკავშირდება გრძელ ტელომერებს“ - ამბობს ეპელი.
ამ დარგის სხვა მკვლევრებმა შეაქეს ბლექბარნისა და ეპელის მცდელობა, რომ ტელომერების კვლევა ფართო საზოგადოებისთვის გასაგები გაეხადათ, თუმცა, რამდენიმე მეცნიერმა ისიც აღნიშნა, რომ ეს მეცნიერების ზედმეტად გამარტივების რისკი იყო. „ჩემი აზრით, ამის სრულად დამტკიცება ურთულესი რამაა. რომ მიიღო მიზეზი და შედეგი ადამიანებში, შეუძლებელია, ამიტომ ის დაფუძნებულია ასოციაციებზე“ - ამბობს დევიდ სინქლარი, გენეტიკოსი და ანტი-სიბერის მკვლევარი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან.
ჯუდის კამპისის თქმით, რომელიც ექსპერტია უჯრედოვან დაბერებაზე ბაკის ინსტიტუტში, „თუ საშინლად იკვებები და ეწევი, უეჭველად იმოკლებ სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამოკლებ შენს ტელომერებს.“
მოკლე ტელომერები ზრდის უჯრედის დაბერების ალბათობას და ანთებების გამომწვევ მოლეკულებს წარმოქმნის, რომელიც, მისი თქმით, სიბერესთან დაკავშირებული ყველა დაავადების უზარმაზარი რისკის ფაქტორია. „უბრალოდ კავშირია. ის არ არის ექსკლუზიური მიზეზი. სულ ესაა.“ - ამბობს კამპისი.
უჯრედები სხვადასხვა გზებით ბერდება, ასე რომ, შეიძლება ვინმეს დაბერების პროცესში მყოფი ძალიან ბევრი უჯრედი ჰქონდეს, მაგრამ მისი ტელომერები ნორმალურად გამოიყურებოდეს. „თუ ყველანაირი სიბერე გამოწვეულია ტელომერებით, დაბერების პრობლემას დიდი ხნის წინ გადავჭრიდით.“ - ამბობს ის.
ტელეფონით ჩაწერილ ინტერვიუში ბლექბარნი აცხადებს, რომ ტელომერების კვლევის საუკეთესო ნაწილი არის ის, რომ ის თვლადია, რაც ხალხს უფრო სპეციფიკურ მიმართულებებს აძლევს, ვიდრე დედის რჩევაა, რომ ადგე და ივარჯიშო.
„დედას არ უთქვამს, რომ თუ ყოველ კვირას, ან 3-4-ჯერ კვირაში მარათონზე ირბენ, საკმარისია“. ტელომერების კვლევა იმასაც ამბობს, რომ ექსტრემალური ვარჯიში არ რის საჭირო, რომ ჯანმრთელად და ხანგრძლივად იცხოვრო.
ბლექბარნმა ასევე თქვა, რომ მისი კვლევის მიხედვით, ტელომერების დაგრძელება მედიკამენტებით შესაძლოა სახიფათო იყოს - ცხოვრების სტილის შეცვლა ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე აბი.
ერთი სიურპრიზი კვლევიდან: სინამდვილეში არ გჭირდება სრული რვასაათიანი ძილი ტელომერების სასარგებლოდ. შვიდიც საკმარისია, თუ კარგად დასვენებულად გრძნობ თავს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
კომენტარები