უკანონო შემოსავლების აღსაკვეთად ეროვნულმა ბანკმა საყურადღებო ზონები განსაზღვა
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საყურადღებო ზონების ნუსხა განსაზღვრა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2017 წლის 9 იანვრის ბრძანებით ამ ნუსხაში 21 ქვეყანა მოხვდა.
ბრძანების მიხედვით, რომელიც 1 თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს, ამ ჩამონათვალში შედიან:
- ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
- ანგილია;
- ერაყის რესპუბლიკა;
- ირანის ისლამური რესპუბლიკა;
- სირიის არაბთა რესპუბლიკა;
- ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
- ანტიგუა და ბარბუდა;
- დომინიკის თანამეგობრობა;
- თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
- კაიმანის კუნძულები;
- კოლუმბიის რესპუბლიკა;
- კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);
- ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
- სეიშელის რესპუბლიკა;
- ბოსნია-ჰერცეგოვინა;
- ვანუატუ;
- იემენის რესპუბლიკა;
- ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
- სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
- სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია;
- უგანდის რესპუბლიკა.
პირველი 14 ქვეყანა საყურადღებო ზონებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 24 აგვისტოს ბრძანებითაც, შედიოდნენ. თუმცა, ბოლო 7 2017 წლის ბრძანებით დაემატა.
ამ ბრძანების მესამე მუხლი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 24 აგვისტოს იმ ბრძანების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც, უკანონო შემოსავლების აღსაკვეთად საყურადღებო ზონად 42 ქვეყანა იყო განსაზღვრული. საყურადღებო ზონებად აღარ მიიჩნევა: ინდოეთი; ინდონეზია; ბარბადოსი; გვატემალა; გრენადა; გუამი; ვანუატუ; კაბო ვერდე; კუკის კუნძულები; ლიბანი; ლიბერია; მარშალის კუნძულები; მიანმა (ბირმა); მიკრონეზია; მონსერატი; ნაურუ; ნიუე; პაკისტანი; პალაუ; სამოა; სენტ-ლუსია; სენტ-ვინსენტი და გრენადინები; სენტ-კრისტოფერი და ნევისი;სუდანი; ტაიტი; ფილიპინები; ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები და ჯიბუტი.
2017 წლის 9 იანვრის ბრძანებითვე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს დაევალა ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში, ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები