2022 წელს ორი ვარსკვლავის შეჯახება ღამის ცას გაანათებს
ასტრონომთა გუნდი გაბედულ პროგნოზს აკეთებს: 2022 წელს ვარსკვლავების წყვილი ერთმანეთს შეერწყმება და აფეთქდება, რის შედეგადაც ღამის ცაზე ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა ობიექტს ვიხილავთ. საკმაოდ რთულია იწინასწარმეტყველო, როდის მოხდება ასეთი ვარსკვლავური კატასტროფები, მაგრამ ამ ორმაგი სისტემის სასიკვდილო ცეკვა იმდენად კარგადაა დოკუმენტირებული, რომ მათი შეჯახება რამდენიმე წელიწადში გარდაუვალია - ასე აცხადებენ მკვლევარები.
ასტრონომებმა ამ წყვილის შესწავლა 2013 წელს დაიწყეს. მაშინ მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, ეს ორმაგი ვარსკვლავური სისტემა იყო თუ პულსარი. [ეს უკანასკნელი სწრაფად მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავია, რომელიც ჩნდება მასიური ვარსკვლავის ჩაშლის შედეგად. ის ძალიან, ძალიან დიდი სიმკვრივის მქონე ობიექტია]. მათ აღმოაჩინეს, რომ ორბიტის სიჩქარე თანდათან იზრდებოდა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს ორი მნათობი ერთმანეთს უახლოვდებოდა. ეს წყვილი უკვე იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან, რომ ფაქტობრივად საზიარო ატმოსფერო აქვთ. KIC 9832227-ს ქცევამ მკვლევრებს გაახსენა სხვა ორმაგი სისტემა, სახელად V1309 Scorpii, რომელსაც ატმოსფერო ასევე გაერთიანებული ჰქონდა. ეს ორი ვარსკვლავი უფრო და უფრო ასწრაფდა და 2008 წელს მოულოდნელად აფეთქდა.
აჩქარებული ბრუნვის დასადასტურებლად ორწლიანი საგულდაგულო შესწავლის შემდეგ ამერიკული ასტრონომიული საზოგადოების წლიურ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ წყვილი აფეთქდება, როგორც წითელი ნოვა (ორმაგი ვარსკვლავის შერწყმის შედეგად გამოწვეული აფეთქება). ეს დაახლოებით ხუთ წელიწადში მოხდება.
მეცნიერები მომდევნო წლების განმავლობაში გააგრძელებენ KIC 9832227-ზე დაკვირვებას, რათა პროგნოზები დააზუსტონ და უკეთ შეისწავლონ, როგორ სრულდება სიცოცხლის ციკლი წითელ ნოვებში. ამ მოვლენაზე დაკვირვება მოყვარულ ასტრონომებსაც შეუძლიათ იმის გასაზომად, თუ როგორ იცვლება ობიექტების სიკაშკაშე აფეთქების მოახლოების პარალელურად.
როგორც ჩანს, წინ არნახული კოსმოსური შოუ გველოდება.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები