საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან პარტიის წევრების გამოყოფას ფეისბუქზე გამოეხმაურა. მისი თქმით, პარტია ისევ ერთიანი რჩება:

"განდგომილების" რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე.

გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.

დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.

მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიიდან წევრების ნაწილი გამოეყო. გაიგეთ ვინ დატოვა ნაციონალური მოძრაობა.