ნუტელას მწარმოებელი ამტკიცებს, რომ პროდუქტი კიბოს წარმოქმნას ხელს არ უწყობს
ევროპაში ხელახლა დადგა დღის წესრიგში საკითხი – არის თუ არა კიბოს მაპროვოცირებელი პალმის ზეთი, რომელსაც ნუტელა შეიცავს? პოტენციური საფრთხის გამო, იტალიაში უმსხვილესმა სავაჭრო ქსელმა Cook, პალმის ზეთსა და მის შემცველ ყველანაირ პროდუქტს ბოიკოტი გამოუცხადა. Cook-ს მიბაძა რამდენიმე საკონდიტრო საწარმომ, რომლებმაც თქვეს, რომ ისინი პრევენციის მიზნით არ გამოიყენებენ პალმის ზეთს, რომელიც პოპულარობით სარგებლობს კვების ინდუსტრიაში.
ევროპის კვების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (EFSA) 2016 წლის მაისში გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, სადაც წერია, რომ 200 გრადუსზე გაცხელების შეთხვევაში, პალმის ზეთი გამოყოფს კანცეროგენულ ნივთიერებებს, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის. მართალია, პროდუქტის გამოყენება არც აკრძალულა და არც რაიმე რეკომენდაცია გამოცემულა, თუმცა, ითქვა, რომ საჭიროა დამატებითი კვლევები. Reuters–ის ცნობით, EFSA–ს პრესსპიკერმა თქვა, რომ უწყების საბოლოო რეკომენდაცია მიმდინარე წლის ბოლომე გამოქვეყნდება თუმცა, მოსალოდნელი არ არის პალის ზეთის საერთოდ აკრძალვა. შესაძლოა, დაწესდეს გარკვეული ლიმიტები მისი გამოყენებისას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და ამერიკის კვების უსაფრთხოების ადმინისტრაციას ასევე არ გაუვრცელებიათ რეკომენდაცია პალმის ზეთის შეზღუდვის შესახებ, თუმცა, კვლევის პირველადი შედეგების გასაჯაროება საკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ისტერიის გამოსაწვევად.
მართალია, პალმის ზეთი ასეულობით სხვა საკვებ პროდუქტშიც გამოიყენება, მაგრამ ყველაზე პოპულარული პროდუქტი მათ შორის ნუტელაა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ნუტელას მწარმოებელმა კომპანია ფერერომ განაცხადა რომ პალმის ზეთი, რომელსაც ისინი იყენებენ, უსაფრთხოა. როგორც კვლევამ აჩვენა, პალმის ზეთი კანცეროგენს გამოყოფს 200 გრადუსზე დუღილისას. აღნიშნულ პროდუქტს სწორედ 200 გრადუსზე ადუღებენ დამუშავებისას, რათა ის გათავისუფლდეს სპეციფიური სუნისა და წითელი ფერისგან.
როგორც Reuters წერს, პალმის ზეთი ყველაზე იაფი მცენარეული ზეთია და ის 1 ტონა $800 ღირს, მზესუმზირის ზეთის ფასი კი $845–ია. იმ შემთხვევაში, თუ ნუტელა წარმოებაში პალმის ზეთს მზესუმზირის ზეთით ჩაანაცვლებს, მისი ხარჯები წელიწადში რამდენიმე მილიონით გაიზრდება.
ფინანსური ხარჯის გარდა, ფერეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ გემოსა და არსებულ კონსტინტენციას ნუტელას სწორედ პალმის ზეთი აძლევს და თუ ის სხვა ზეთით შეიცვლება, ეს იქნება "უკან გადადგმული ნაბიჯი", რადგან ეს მთლიანად შეცვლის პროდუქტს. გარდა ამისა, ფერეროს მტკიცებით, ისინი განსხვავებული მეთოდით ამუშავებენ პალმის ზეთს და არ ადუღებენ 200 გრადუსამდე, რაც ასევე გამორიცხავს კანცეროგნების გამოყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ ნუტელას მწარმოებელი უკვე რამდენიმე კვირაა პროდუქტის უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად აქტიურ სარეკლამო კამპანიას ატარებს, სულ უფრო მეტი სავაჭრო ქსელი ამბობს უარს პალმის ზეთის შემცველი პროდუქტის გაყიდვაზე.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები