ფეისბუკის მომხმარებელმა გიორგი ქალდანმა, მესტიიდან, ატვირთა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ ორი "მეტისი" ძაღლი ერთმანეთს ეჩხუბება.

როგორც შსს-ში On.ge-ს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.

  1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
  2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
  • ჯგუფურად;
  • არაერთგზის;
  • მცირეწლოვნის თანდასწრებით,

ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს. ის მოგვიანებით ავტორმა ფეისბუკიდან წაშალა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 17 იანვარს კანცელარიასთან აქცია დაიგეგმა.