ქუთაისში მაკდონალდსის მშენებლობას სამღვდელოება და მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება
ქუთაისის ცენტრში მაკდონალდსის რესტორნის აშენება იგეგმება. ტერიტორია, სადაც რესტორანი უკვე განთავსდეს რამდენიმე დღის წინ შემოღობეს, თუმცა ქალაქში სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ. მათ შორის არიან სასულიერო პირები.
ადგილობრივი გამოცემა ქუთაისი პოსტის ინფორმაციით, მღვდლები აცხადებდნენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც მაკდონალდსის აშენება იგეგმება, ეკლესია უნდა აშენებულიყო.
ისინი 12 იანვარს შეხვდნენ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას, რომელიც მათ დაჰპირდა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობას გაუწევდა.
გაენათის ეპარქიას ეკლესიის ასაშენებლად მაკდონალდსისთვის გამოყოფილი ადგილი იმ შემთხვევაში გადაეცემოდა, თუ ასეთ გადაწყვეტილებას ეკონომიკის სამინისტრო მიიღებდა.
მაკდონალდსის მშენებლობისთვის უნდა გადაადგილდეს საათიც, რომელიც ქალაქის ცენტრშია და ქუთაისის მთავარი საათი და ქუჩის საათი ჰქვია.
ასევე ფორმირდება კიბეც და დარჩება მხოლოდ მისი ნაწილი.
როგორც ადგილობრივი ტელევიზია რიონი იუწყება, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით საბოლოო დეტალებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო დაადგენს.
მაკდონალდსის წარმომადგენლებმა აღნიშნული ტერიტორია გასულ წელს შეიძინეს. მშენებლობის დასრულება 6 თვეში იგეგმება.
დღეს ადგილობრივების მცირე ნაწილმა მაკდონალდსის მშენებლობა აქციით გააპროტესტეს. როგორც ქუთაისი პოსტი წერს, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ რესტორანი ქალაქის იერსახეს დაამახინჯებს, მათთვის ასევე მიუღებელია მოედანზე არსებული საათის გადატანა.
აქციას უერთდება პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენელი გოგი წულაია და შუშების ჩამტვრევით იმუქრება და აცხადებს, რომ მიწის გაყიდვა ხალხს არ შეუთანხმეს:
"ყველასთან შეუთანხმებლად, ფულების შოვნაზე გადასულმა ხალხმა გაყიდა მიწა. ერთხელ უკვე დაგვიმახინჯეს ქალაქი ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული მაკდონალდსის სახით და ახლა მეორედ გვაფურთხებენ სულში. დღეს ბანერი ჩამოვხიე და ხვალ შუშებს ჩავამტვრევ".
ქუთაისი პოსტის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეები ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრში მაკდონალდსის ნაცვლად ეკლესიის აშენებას ამჯობინებენ:
მაკდონალდს კომპანია ელემენტ კონსტრაქშენი აშენებს. მისი წარმომადგენლის თქმით, რესტორნის ავტოსადგომი და საზაფხულო ტერასა მეორე იარუსზე მოეწყობა, ხოლო ზედა, მესამე იარუსზე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი აშენდება.
-
გადახედვაIDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ IDFI-ის დირექტორსა და ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
კომენტარები